სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორს ბრალი წაუყენეს. სუს-ის ინფორმაციით, ლევან შონია მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის […]
კატეგორია: სამართალი
ლია მუხაშავრია – “უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე გახდება და ეს ძალიან საშიშია”
იურისტი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. – ქალბატონო ლია, ელოდით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანდიდატებს შეარჩევდა და უკვე უზენაეს სასამართლოში გაამწესებდა უვადოდ თუ მათ პარლამენტი მხარს დაუჭერს? – როდესაც ეს ადამიანები ასეთ კლანურ ურთიერთობას იწყებენ ერთმანეთთან, საშიშნი ხდებიან. ამ ადამიანებს კარგად აქვთ შეგნებული, თუ რა რისკზე მიდიან, მაგრამ მიდიან. […]
მამა-შვილი აბულაძეების ადვოკატი – ”მათ 15 ადამიანი სცემდა და 10 გვერდში ედგა”
ბრალდებულები თავს იცავდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს წავკისში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებული მამა-შვილის, ნიკოლოზ და გიორგი აბულაძეების ადვოკატმა, გელა ტყეშელაშვილმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, რადგან ფაქტი ისე არ მომხდარა, როგორც ამას სახელმწიფო ბრალდება აღნიშნავს. „ბრალდებას ძალიან გაუძნელდება ამ სახით, რა სახითაც იქნა წარმოდგენილი, ბრალდების დადასტურება. პირიქით, ბრალდების მხარე ჩვენ […]
“შენი შვილი თუ ფულს არ მოიტანს, სახლში მოგივარდებით”- რას ყვებიან ბიძაშვილების მკვლელობაში ბრალდებულები
რამდენიმე დღის წინ, წავკისში დიდი ტრაგედია მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლექსო და დავით ფეიქრიშვილები ცივი იარაღით მოკლეს, კიდევ ორი დაჭრილი კი საავადმყოფოში იმყოფება. სამართალდამცავებმა აღნიშნული დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და სამი პიროვნება დააკავეს – ორი მათგანი მკვლელობის ბრალდებით, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. ოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, […]
ფოთში ორმა მოზარდმა ჯეოსელის ოფისი გაქურდა
ფოთში კომპანია „ჯეოსელის“ ოფისი გაქურდეს. მოპარულია მობილური ტელეფონები. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დაკავებულია 2 არასრულწლოვანი. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში “ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული […]
გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. “ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა, ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ სამართალდამცველები. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული აპარატიდან. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ანზორ ქოქოლაძე ,,ელიტ ელექტრონიქსის” დაბრუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს
ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე კომპანია ,,ელიტ ელექტრონიქსის” დაბრუნებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ამასთან, ის არ აპირებს, სახელმწიფოს რაიმე სახის ფინანსური კომპენსაცია მოსთხოვოს. როგორც bm.ge-თან საუბრისას ქოქოლაძემ განაცხადა, გამოძიება კომპანიის დაბრუნების თაობაზე საქართველოშიც მიმდინარეობს და სარჩელი შეტანილია სტრასბურის სასამართლოშიც. ,,ელიტ ელექტრონიქსის” დაბრუნების მოთხოვნა ძალაშია და პროცესი გრძელდება. კომპენსაციას არ ვითხოვ და არც მომავალში მექნება ასეთი პრეტენზია სახელმწიფოს მიმართ. დღეს […]
ფეიქრიშვილების მკვლელობისთვის ნიკოლოზ და გიორგი აბულაძეებს ბრალი წაუყენეს – ისინი ბრალს არ აღიარებენ
წავკისში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება, გუშინწინ ღამით, ორი ახალგაზრდა კაცის მკვლელობით დასრულდა. დაკავებულ მამა-შვილს, ნიკოლოზ და გიორგი აბულაძეებს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას ედავება, თუმცა ისინი დუმილის უფლებას იყენებენ და ბრალს არ აღიარებენ. დანაშაულის შეუტყობინებლობას აღიარებს მესამე დაკავებული ანრი ყურაშვილი, თუმცა ამბობს, რომ […]
შსს – ”გაჩიანში დეპუტატი არ დაგვიჭერია”
შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ გაჩიანის სასაფლაოზე დამალული ნარკოტიკის მოსაძებნად რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პარლამენტარიც იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გაჩიანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო 5 დღის განმავლობაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო […]
ვინ არის დეპუტატი, რომელიც პოლიციამ გაჩიანში ნარკოტიკების სამალავთან დააკავა
მაღალჩინოსნები გაჩიანის სასაფლაოზე მოწყობილ ნარკობაზრობას რეგულარულად აკითხავენ -ადგილობრივები “კურიერთან” სკანდალურ განცხადებას აკეთებენ. ირკვევა, რომ სასაფლაოზე დამალული ნარკოტიკის მოსაძებნად რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი დეპუტატიც იმყოფებოდა. თუმცა ფაქტზე დაჭერილი გავლენიანი პირი პოლიციამ ზედმეტი კითხვების გარეშე გაუშვა. ამ მაღალჩინოსნის ზუსტი ვინაობა გაჩიანელებმა არ იციან, თუმცა დაინახეს, რომ მან სამართალდამცველებს თავისი მანდატი წარუდგინა, ხაზი გაუსვა, რომ ხელშეუხებლობის იმუნიტეტით სარგებლობს […]










