ანზორ ქოქოლაძე ,,ელიტ ელექტრონიქსის” დაბრუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს

ანზორ ქოქოლაძე ,,ელიტ ელექტრონიქსის” დაბრუნებისთვის ბრძოლას აგრძელებსბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე კომპანია ,,ელიტ ელექტრონიქსის” დაბრუნებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

ამასთან, ის არ აპირებს, სახელმწიფოს რაიმე სახის ფინანსური კომპენსაცია მოსთხოვოს.

როგორც bm.ge-თან საუბრისას ქოქოლაძემ განაცხადა, გამოძიება კომპანიის დაბრუნების თაობაზე საქართველოშიც მიმდინარეობს და სარჩელი შეტანილია სტრასბურის სასამართლოშიც.

,,ელიტ ელექტრონიქსის” დაბრუნების მოთხოვნა ძალაშია და პროცესი გრძელდება. კომპენსაციას არ ვითხოვ და არც მომავალში მექნება ასეთი პრეტენზია სახელმწიფოს მიმართ. დღეს აღარაა ის ხელისუფლება და ჩვენ არ გვინდა, რომ რაიმე სახით, თუნდაც 1 ლარით დაზარალდეს სახელმწიფო და მოსახლეობას დააწვეს ჩვენი პრობლემა. არც „ელიტ ელექტრონიქსთან“ დაკავშირებით ვითხოვთ კომპენსაციას; ჩვენ ვითხოვთ კომპანიის დაბრუნებას“, – განაცხადა ქოქოლაძემ.

ბიზნესმენმა დასძინა, რომ გამამართლებელი განაჩენი, რომლითაც მას წლების წინ წაყენებული ბრალი მოეხსნა და გამართლდა, სავარაუდოდ, დადებით გავლენას იქონიებს კომპანიის დაბრუნების პროცესზეც.