კატეგორია: სამართალი

თბილისში, 31 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში დაჭრეს

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე 31 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა მხარის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. “კურიერს” სანდო წყარო უყვება რომ მამაკაცს კონფლიქტის ნიადაგზე გვერდზე მჯდომმა ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

სამტრედიასთან 11 წლის გოგონას სამხედრო სერჟანტი ა.ჩ. დაეჯახა – თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტრო სამტრედიაში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ბავშვი დაიღუპა, განცხადებას ავრცელებს. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას გთავაზობთ: „სამტრედიის მუნიციპალიტეტში, VI საარტილერიო ბრიგადის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი ა. ჩ. სამტრედიიდან ხონის მიმართულებით სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – […]

“ვიღაცამ სასაფლაოზე დამარხა ნარკოტიკები და ინტერნეტით ყიდის” – რუსთავში 3 კაცის დაჭრის დეტალები

სისხლიანი დაპირისპირება მოხდა რუსთავში, სასაფლაოს ტერიტორიაზე. სოფელ გაჩიანთან სამი მამაკაცი დაჭრეს. ერთ დაშავებულს ტყვია მუცლის არეში აქვს მოხვედრილი, ორი კი ფეხის არეშია დაჭრილი. დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა ახლობლების მტკიცებით, ახალგაზრდებს კონფლიქტი უცნობ პირებთან აზერბაიჯანელების სასაფლაოზე მოუვიდათ. მათივე ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. კონფლიქტი სასაფლაოზე მაშინ დაიწყო, როდესაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა უცხო პირებს […]

ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წავკისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 3 პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წავკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და 3 პირი დააკავეს. კერძოდ, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული გ.ა. – დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის მიმართ […]

რუსთავის სასაფლაოზე 50 წლის კაცმა 3 ახალგაზრდა დაჭრა – ვიდეო

რუსთავის სასაფლაოზე 19, 20 და 24 წლის მამაკაცები დაჭრეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრით დასრულდა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. რუსთავის სასაფლაოზე დაჭრილი მამაკაცების ახლობლები არიან შეკრებილები, როგორც მათ ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, მამაკაცები ცეცხლსასროლი იარაღიდან არიან დაჭრილები, […]

ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმე – დაკავებულია ანრი ყურაშვილი

არაოფიციალური ინფორმაციით, წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ისინი მაშინ დააკავეს, როცა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საზღვრის დატოვებას აპირებდნენ. ერთ-ერთი დაკავებულია ანრი ყურაშვილი, რომლის სახლშიც ჩხრეკა უკვე ჩატარდა. სამართალდამცავებმა 30 წლამდე მამაკაცის ქურთუკი წაიღეს. ოჯახიდან წაიყვანეს ყურაშვილის კუთვნილი ავტომობილიც. “ამბობდნენ, სისხლის ლაქებიაო”- ამბობს დაკავებულის ოჯახის წევრი. გუშინ, 23 […]

პოლიციამ კრწანისში გიორგი ყანჩაველი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გიორგი ყანჩაველი, დამამძიმებელ გარემოებაში 3 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, […]

ძმები ფეიქრიშვილების სასტიკი მკვლელობის მიზეზი ავარიის დროს მოტეხილი მანქანის სარკე გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, ჰყავს თუ არა უწყებას იდენთიფიცირებული ის პირები, რომლებმაც 4 პირი აჩეხეს. ძმები – 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები გარდაიცვალნენ. „ქალი შემოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ გარეთ ხმაურია. მითხრა, რომ ჩემმა შვილმა ვიღაც დაჭრილი წაიყვანა საავადმყოფოში, თურმე, ჩემი შვილიც დაჭრილი ყოფილა. ორივე ფილტვზე ოპერაცია […]

სოსო დორეულს წავკისელზე ზურგში ხანჯალი ჩაარტყეს – მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

წავკისელის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი სოსო დორეულს ხანჯალი ზურგში ჩაარტყეს. ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, დორეულს დაზიანებული აქვს ფილტვი. გვიან ღამით მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „დაზიანება იყო მიყენებული ბასრი დანით, მე-11 /მე-12 ნეკნს შუა, ჭრილობა არ იყო შემავალი, დამუშავდა ჭრილობა. ამჟამად პაციენტი არის […]

“თენგო ქობალიამ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დანაშაული ორგანოებს არ შეატყობინა” – სუსმა 2 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე ორი პირი დააკავა. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თენგიზ […]