საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში გვიან ღამით ორი პირის, მათ შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის […]
კატეგორია: სამართალი
სპეცოპერაცია ნუცუბიძეზე – დაკავებულია პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური
ნუცუბიძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურია დაკავებული. გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამაშუკელის ქუჩაზე იმ საცხოვრებელ კორპუსში მივიდნენ, სადაც გოგოჭურს ბინა ჰქონდა ნაქირავები. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომლის გვარიც სავარაუდოდ რაზმაძეა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, გოგოჭურსა და მის თანმხლებ პირს ცეცლხსასროლი იარაღი ჰქონდათ, რომელიც საცხოვრებელი ბინის აივნიდან ხევში გადაყარეს. მოგვიანებით კი იარაღი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ადგილზე […]
ნათელა გობაძე – ”ვეფხია ბაქრაძემ შვილი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მომიკლა, ის უვადო პატიმრობას იმსახურებს”
ვეფხია ბაქრაძემ შვილი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მომიკლა. რა თქმა უნდა, ეს არის სისასტიკე! ის იმსახურებს უვადო პატიმრობას, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ ბარნოვზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედამ, ნათელა გობაძემ განუცხადა. როგორც ის განმარტავს, მკვლელობა რომ ნამდვილად სისასტიკით არის ჩადენილი, ეს ექსპერტიზამ დაადასტურა. „დღევანდელი პროცესი ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, შოკირებული ვარ. ბრალდებულმა […]
თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს
თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს. როგორც Hurriyet Daily News-ი წერს, ოთხი ქართველისგან შემდგარ კრიმინალურ ჯგუფს სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მოსახლეობა ტერორში ჰყავდა. თურქული მედიის ცნობით, ჯგუფის ორმა წევრმა სტამბოლში ერთი ბიზნესმენი დაჭრეს და 111 ათასი ლირა გამოსძალეს. შემთხვევა 16 ნოემბერს მოხდა. კიდევ ერთი თავდასხმა კი ჯგუფმა საიუველირო მაღაზიაზე განახორციელეს, რასაც პოლიციელი შეესწრო. მან ცეცხლი გახსნა, თუმცა დამნაშავეებმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადეს. ერთ-ერთი […]
ხელვაჩაურში 2 თვის ჩვილი ეტლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა. გოგონა საბავშვო ეტლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. ჩვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შემთხვევა მიმდინარე წლის 3 დეკემბერს მოხდა. ნიუპოსტი
„4 ტყვია ჰქონდა ნასროლი, 1 თავის არეში, 1 გულში და 2 მუცელში” – რა მოხდა ფოკაში
სოფელ ფოკაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გუშინ 33 წლის ახალგაზრდა ხაჟიკ ტოროსიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი გასროლით მოკლეს. მოკლული მამაკაცის ახლობლებმა მკვლელობაში ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი ავტომობილი დაწვეს. თუმცა, გამოძიებას სავარაუდო დამნაშავეები ჯერ არ ჰყავს დადგენილი. სოფელში მღელვარება 33 წლის მამაკაცის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ხაჟიკ ტოროსიანი მისივე თანაკლასელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. სოფელ ფოკაში […]
ნიკა რურუას საცხოვრებელ სახლთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
თბილისში, ზანდუკელის ქ. #21-ში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა ცხოვრობდა, ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებიან მისი ნათესავები, მეგობრები, თანამებრძოლები, რომლებიც ჯერჯერობით არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის […]
ლაშა ჩხეტიას და უკრაინის 6 მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა შვიდივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულიყო პატიმრობა, სრულად დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, საფრთხეები, რაც პროკურორმა წარმოადგინა, სახეზეა. კერძოდ, პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულების […]
სუს-მა „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯ. დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ […]
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი, სათავსო და ოთხი მანქანა დაუწვეს. პოლიციამ ბრალდებულის ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სოფელ ფოკაში, მას შემდეგ რაც გარდაცვლილი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს, დაახლოებით, 300–მდე კაცმა, მკვლელობაში ბრალდებულის სახლს ცეცხლი წაუკიდა, ასევე, დაწვეს ბრალდებულის ოთხი მანქანა. მათ სცადეს ბრალდებულის ძმის […]










