გიორგი რაზმაძე 2 საქმეზე იძებნებოდა

გიორგი რაზმაძე 2 საქმეზე იძებნებოდათბილისში სპეცოპერაციის ფარგლებში მინდია გოგოჭურთან ერთად დაკავებულ გიორგი რაზმაძეს სამართალდამცავი უწყება სისხლის სამართლის ორ საქმესთან დაკავშირებით ეძებდა.

ერთ-ერთი საქმე ეხება 2018 წლის 26 მაისს, დადიანის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტს, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

მეორე საქმე კი, რისთვისაც რაზმაძე იძებნებოდა, მოხდა 2018 წლის თებერვალში, ასევე დადიანის ქუჩაზე, სადაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ახალგაზრდას. გამოძიება ამ საქმეზე 126-ე მუხლით დაიწყო.

გიორგი რაზმაძე მინდია გოგოჭურთან ერთად, გუშინ თბილისში სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მანამდე გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური 2018 წლის 5 ივლისს, გვიან ღამით დაჭრეს. ასევე ის 2017 წლის იანვარში ასევე ფეხის არეში დაჭრეს. მაშინ ინციდენტი თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

იმედინიუსი