კატეგორია: სამართალი

ფოკაში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს. “კაცი მოკლეს, ჯერ სხვა არაფერი ვიცი, იმდენი პოლიციის მანქანაა ახლოს ვერ მივდივარ. ახლა მოვედი სოფელში“, – ამბობს სოფელ ფოკის რწმუნებული ვაჩაგან ალვანჯიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ფოკაში მომხდარი, 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე […]

ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ლადო გრიგალაშვილის გამართლებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო. მას შემდეგ, რაც დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდება, ოტიაშვილი საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. „თავისთავად, გამამართლებელ განაჩენს მოვითხოვთ, ასე მოვითხოვეთ მაშინაც, როცა განაჩენი ჯერ დამდგარი არ იყო და დასკვნითი სიტყვა წარმოვთქვით. […]

“წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა სურათი დახვდა ადგილზე მისულ დედას” – შემზარავი ტრაგედიის დეტალები ლისის ტბაზე

27 ნოემბერს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაგედია დატრიალდა.  და-ძმასთან და მამასთან ერთად სასეირნოდ მყოფი წლინახევრის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ახლობელი მარიტა დამენია ესაუბრა, რომელმაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ფაქტზე 17 წლის გოგო დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს […]

ზუგდიდში ხორავას ქუჩაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს – ”თავის ქალა გატეხილი აქვს, იქვე იყო სისხლიანი გრაფინი”

ზუგდიდში, ხორავას ქუჩაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის მეზობლის ინფორმაციით, მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას ვერ ადასტურებენ. გარდაცვლილის დის შვილის ნინო ზარანდიას ინფორმაციით, ი. კ. სახლში მარტო ცხოვრობდა და ცხედარი სახლის უკან დამხმარე ნაგებობაში აღმოაჩინეს. „ბოლოს კონტაქტი პარასკევს საღამოს გვქონდა. შაბათიდან კი არ დავლაპარაკებივართ. ვერ დავადასტურებ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. არ […]

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები გორში – კულტურისა და დასვენების პარკში პოლიციელები არიან მობილიზებულნი

შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოებს განაგრძობს. სამართალდამცავები გორის კულტურისა და დასვენების პარკში არიან მობილიზებულნი სამუშაოების ჩატარება 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

ლომჯარია – “მირთაგ ასადოვის დაკავების გარემოება საეჭვო იყო”

სახალხო დამცველი მუსლიმი თემის სულიერი ლიდერის მირთაგ ასადოვის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. ასადოვი არ გამორიცხავს, რომ მისი ბაქოში დაკავების უკან, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლება იდგეს. ნინო ლომჯარია ამბობს,რომ ასადოვის დაკავებაზე სახალხო დამცველის აპარატი ინფორმირებული იყო, თუმცა მასთან შეხვედრა არ შემდგარა. სახალხო დამცველის განცხადებით, დეტალებზე საუბარს მას შემდეგ შეძლებს რაც გათავისუფლებულ ასადოვს შეხვდება, თუმცა ფიქრობს, რომ დაკავების გარემოება საკმაოდ საეჭვო იყო. ლომჯარიას თქმით, როგორც ცნობილია, ასადოვის მხრიდან […]

“მერაბ კვირიკაშვილი ავარიის დროს ნასვამი არ ყოფილა და არც სიჩქარისთვის გადაუჭარბებია” – სასამართლო დღეს განახლდება

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მერაბი ნასვამი რომ არ იყო, უდავოდ სცნო, როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ. ეს დაადასტურა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნამ. მეკო შემთხვევის დროს, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასევე გამოიკვეთა, რომ მისი მხრიდან სიჩქარის გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუკრი კვინიკაძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბრალდების მხარე […]

სასტიკი მკვლელობა ვაჟა-ფშაველაზე – ჟურნალისტი, რომელიც მოკლულის მსხვერპლი გახდა

ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 27 ნოემბერს მოკლული ქალის შესახებ წერს. როგორც აღმოჩნდა ირაკლის გარდაცვლილსთან და ასევე მკვლელობაში ბრალდებულთან ნაცნობობა აკავშირებს.მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტი თაღლითობის მსხვერპლი გახდა და ფინანსურადაც დაზარალდა: “რეჟისორი რომ ვიყო, აუცილებლად გადავიღებდი ფილმს, უფრო სწორად სერიალს ჩემზე, სადაც მე ვიქნებოდი მთავარი გმირი, ბოდიში, მთავარი სხვა იქნებოდა, მე ერთ-ერთი ეპიზოდის მონაწილე […]

შსს – ”ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის 7 მოქალაქე დავაკავეთ”

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში უკრაინის მოქალაქეების დაკავების ფაქტს ადასტურებს და ამის თაობაზე შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს. „თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულია უკრაინის 7 მოქალაქე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციამ ზუგდიდში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული ჩ.ო. დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო […]