სპეცოპერაცია ნუცუბიძეზე – დაკავებულია პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური

სპეცოპერაცია ნუცუბიძეზე - დაკავებულია პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურინუცუბიძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურია დაკავებული.

გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამაშუკელის ქუჩაზე იმ საცხოვრებელ კორპუსში მივიდნენ, სადაც გოგოჭურს ბინა ჰქონდა ნაქირავები. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომლის გვარიც სავარაუდოდ რაზმაძეა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, გოგოჭურსა და მის თანმხლებ პირს ცეცლხსასროლი იარაღი ჰქონდათ, რომელიც საცხოვრებელი ბინის აივნიდან ხევში გადაყარეს. მოგვიანებით კი იარაღი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება საცხოვრებელ ბინაში და სადარბაზოს გვერდით მიმდებარე ტერიტორიაზე.

მანამდე მინდია გოგოჭური 2018 წლის 5 ივლისს, გვიან ღამით დაჭრეს. ასევე ის 2017 წლის იანვარში ასევე ფეხის არეში დაჭრეს. მაშინ ინციდენტი თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.