კატეგორია: სამართალი

მამა – “ორსული ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული გოგა გზირიშვილი ნარკოტიკებს მოიხმარდა”

მამა - "ორსული ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული გოგა გზირიშვილი ნარკოტიკებს მოიხმარდა"

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილის მამის, გოჩა გზირიშვილის ჩვენების თანახმად, მისი შვილი ნარკოტიკულ საშუალებას – მარიხუანას მოიხმარდა და ჰალუცინაციები ჰქონდა. როგორც გზირიშვილმა განმარტა, მკვლელობამდე გარკვეული პერიოდით ადრე, მან შვილს ფსიქიკური პრობლემები შენიშნა და ექიმთან წაიყვანა. მოწმის თქმით, შვილის ქცევებში არაადეკვატურობას ხედავდა. გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა შემთხვევის დღეზე. მისივე თქმით, მკვლელობის […]

გლდანში 82 წლის ქალის მკვლელობისთვის მისი ძმის შვილიშვილია დაკავებული

გლდანში 82 წლის ქალის მკვლელობისთვის მისი ძმის შვილიშვილია დაკავებული

უკვე დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ნათესავი, 82 წლის ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა- “კურიერის” ინფორმაციით, მსხვერპლის სახლიდან წაღებულია ძვირფასეულობა. 82 წლის ქალის ცხედარი, რომელიც ნახევრად დამწვარია, გადასვენებულია ექსპერტიზაზე. მაშველებს ქალი გამთენიისას სახლში ცეცხლმოკიდებული დახვდათ, მაშველები მეზობლებმა გამოიძახეს, როდესაც სადარბაზოში დაკვამლიანება შენიშნეს. როგორც მეზობლები “კურიერთან” ამბობენ, გარდაცვლილს ზურგის […]

გორის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული ბერ-მონაზონი ანტონ მაისურაძე გაამართლა

გორის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული ბერ-მონაზონი ანტონ მაისურაძე გაამართლა

გორის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ბერ-მონაზონის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს. ანტონ მაისურაძეს იცავდნენ ადვოკატები: მარიამ ცონცაძე, გოჩა გოჩიტაშვილი და ნოდარ ცინცაძე. ბრალდებულს შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ განზრახ მკვლელობას ადგილი არ ჰქონდა, რადგან ბრალდებული თავს იცავდა. ბერი ანტონი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2021 წლის […]

ემა გოგოხიას ზუგდიდში ალტ-ინფოს ოფისში თავს დაესხნენ

ემა გოგოხიას ზუგდიდში ალტ-ინფოს ოფისში თავს დაესხნენ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზუგდიდში ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. “2022 წლის 18 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ემუხლის მეორე ნაწილით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში […]

ვაკეში კაფეში ფორმულას ჟურნალისტების ცემაზე გამოძიება დაიწყო

ვაკეში კაფეში ფორმულას ჟურნალისტების ცემაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “ფორმულას” თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. “2022 წლის 17 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. სპეციალური საგამოძიებო […]

პატრულმა გელა კვაშილავამ ტვ პირველს სასამართლო სააპელაციოშიც მოუგო

პოლიციელმა გელა კვაშილავამ ტვ პირველის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „პირველს“ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა და პატრულ-ინსპექტორისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ტვ პირველის” მიერ პატრულ-ინსპექტორის, გელა კვაშილავას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური იყო. სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას […]

გლდანში პირმა 82 წლის ქალი მოკლა და ტელევიზორი ლომბარდში წაიღო

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი 82 წლის ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ნ. ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის […]

საძაგლიშვილი – “სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია”

საძაგლიშვილი - "სააკაშვილს უთხრეს, რომ ციხის საწყობში ტელევიზორები არ აქვთ"

დღევანდელი სხდომა მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეს უკავშირდება. ეს სათაური მრავლისმთქმელია და მიუთითებს ამ ბრალის აბსურდულობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებულ საქმეს სამართლებრივი მხარე არ გააჩნია. “მოგეხსენებათ, დღევანდელი სხდომა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეს უკავშირდება. ეს სათაური მრავლისმთქმელია და […]

თბილისში ტრანსგენდერი ქალი სექსუალურად შეავიწროვეს

თბილისში ტრანსგენდერი ქალი სექსუალურად შეავიწროვეს

თბილისში ტრანსგენდერი ქალი სექსუალურად შეავიწროვეს. როგორც დაზარალებული „ პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, ორმა კაცმა მოულოდნელად გააჩერა მანქანა, დაუწყეს შეურაცხმყოფელი საუბარი, მათგან ერთ-ერთი კი ფიზიკურად შეეხო. მომხდარი ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რომელიც „პრაიმტაიმს“ თავად მიაწოდა. „დიდუბის ტერიტორიაზე გავჩერდი, რადგან ყავა მინდოდა მეყიდა, ყავის ლოდინში ძალიან სწრაფად მოვიდა  შავი ავტომობილი. ავტომობილიდან ორი ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა, დამცინავი არშიყი დამიწყეს […]

ქვემო ქართლში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს

ქვემო ქართლში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს

სამართალდამცავებმა ქვემო ქართლში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მარნეულში დააკავეს 4 ნარკორეალიზატორი: 1964 წელს დაბადებული რ.ჩ და წარსულში ნასამართლევები – 1957 წელს დაბადებული ჯ.ნ, 1995 წელს დაბადებული […]