გორის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ბერ-მონაზონის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს. ანტონ მაისურაძეს იცავდნენ ადვოკატები: მარიამ ცონცაძე, გოჩა გოჩიტაშვილი და ნოდარ ცინცაძე. ბრალდებულს შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ განზრახ მკვლელობას ადგილი არ ჰქონდა, რადგან ბრალდებული თავს იცავდა. ბერი ანტონი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2021 წლის […]
კატეგორია: სამართალი
ემა გოგოხიას ზუგდიდში ალტ-ინფოს ოფისში თავს დაესხნენ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზუგდიდში ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. “2022 წლის 18 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ემუხლის მეორე ნაწილით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში […]
ვაკეში კაფეში ფორმულას ჟურნალისტების ცემაზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “ფორმულას” თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. “2022 წლის 17 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. სპეციალური საგამოძიებო […]
პატრულმა გელა კვაშილავამ ტვ პირველს სასამართლო სააპელაციოშიც მოუგო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „პირველს“ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა და პატრულ-ინსპექტორისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ტვ პირველის” მიერ პატრულ-ინსპექტორის, გელა კვაშილავას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური იყო. სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას […]
გლდანში პირმა 82 წლის ქალი მოკლა და ტელევიზორი ლომბარდში წაიღო
სამართალდამცველებმა თბილისში ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი 82 წლის ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ნ. ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის […]
საძაგლიშვილი – “სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია”
დღევანდელი სხდომა მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეს უკავშირდება. ეს სათაური მრავლისმთქმელია და მიუთითებს ამ ბრალის აბსურდულობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებულ საქმეს სამართლებრივი მხარე არ გააჩნია. “მოგეხსენებათ, დღევანდელი სხდომა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეს უკავშირდება. ეს სათაური მრავლისმთქმელია და […]
თბილისში ტრანსგენდერი ქალი სექსუალურად შეავიწროვეს
თბილისში ტრანსგენდერი ქალი სექსუალურად შეავიწროვეს. როგორც დაზარალებული „ პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, ორმა კაცმა მოულოდნელად გააჩერა მანქანა, დაუწყეს შეურაცხმყოფელი საუბარი, მათგან ერთ-ერთი კი ფიზიკურად შეეხო. მომხდარი ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რომელიც „პრაიმტაიმს“ თავად მიაწოდა. „დიდუბის ტერიტორიაზე გავჩერდი, რადგან ყავა მინდოდა მეყიდა, ყავის ლოდინში ძალიან სწრაფად მოვიდა შავი ავტომობილი. ავტომობილიდან ორი ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა, დამცინავი არშიყი დამიწყეს […]
ქვემო ქართლში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს
სამართალდამცავებმა ქვემო ქართლში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მარნეულში დააკავეს 4 ნარკორეალიზატორი: 1964 წელს დაბადებული რ.ჩ და წარსულში ნასამართლევები – 1957 წელს დაბადებული ჯ.ნ, 1995 წელს დაბადებული […]
რუსთავში 1 ღამეში 3 მანქანა გაქურდეს
რუსთავში ერთ ღამეში სამი ავტომობილი გაქურდეს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გაქურდულია სამ სხვადასხვა ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების წინ დაპარკინგებული “ფოლკსვაგენის”, “მერსედესისა” და “ნისანის” მარკის ავტომობილები. ქურდობის დროს ავტომობილებიდან სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ფული წაიღეს. რუსთავის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი მალევე ამხილა, თუმცა ის არასრულწლოვნია და მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ მომხდარა. ინფორუსთავი
საძაგლიშვილი – “უკრაინა საქართველოსგან სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს”
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის შესაბამის მკურნალობას დაუყოვნებლივ საჭიროებს – საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ხელისუფლებას მიმართავს. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ნათელია, რომ მმართველ გუნდს არ აქვს ნება, ივანიშვილის პირადმა მძევალმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღოს. გარდა ამისა, “ქართული ოცნება” და საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობენ უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე – გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან. “აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად […]









