სპეცოპერაცია თბილისში – სასტუმრო ალიანსში ლუკა ჩხეტია და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

სპეცოპერაცია თბილისში - სასტუმრო ალიანსში ლუკა ჩხეტია და უკრაინის მოქალაქეები დააკავესსპეცოპერაცია თბილისში – გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

დაკავებულია უკრაინის 5 მოქალაქე. ისინი ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად თბილისში 3 მათგანი ჩამოვიდა, მოგვიანებით კი მათ კიდევ 2 პირი შეუერთდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

სასტუმროს პერსონალი ამბობს, რომ სპეცრაზმს ჰქონდა ინფორმაცია, კონკრეტულად რომელ ნომერში იმყოფებოდნენ ისინი, რადგან სხვა ოთახები მათ არ შეუმოწმებიათ.

„ხუთი ცხოვრობდა ჩვენთან. პასპორტები უკრაინული ჰქონდათ. უკრაინის მოქალაქეები არიან. 27 -ში შემოვიდნენ ღამე. 27-ში როცა ვიყავი სამნი მოვიდნენ, გუშინ რომ მოვედი დამხვდნენ ხუთნი,”-აცხადებენ სასტუმროში.

სამართალდამცავებს კომენტარი ადგილზე არ გააკეთა.

რუსთავი 2