თბილისში ჯეოსელის ოფისი გაქურდეს

თბილისში ჯეოსელის ოფისი გაქურდესგამთენიისას, თბილისში, “ჯეოსელის” ოფისი გაქურდეს. შემთხვევა მარჯანიშვილზე, ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. დამნაშავებმა შენობაში შესვლა ცენტრალური კარიდან მოახერხეს, წაღებულია მობილური ტელეფონები.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობა. სავარაუდოდ, არასრულწლოვნის მიერ არის ჩადენილი. მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის აღძრული.