“ნაციონალი ხარო და დამარტყეს” – ოპოზიციის მხარდამჭერი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში პოლიციას ადანაშაულებს

"ნაციონალი ხარო და დამარტყეს" - ოპოზიციის მხარდამჭერი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში პოლიციას ადანაშაულებსზუგდიდელი 50 წლის კახა კვარაცხელია ფიზიკურ ანგარიშსწორებაში პოლიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას ფიზიკურად იმის, გამო გაუსწორდნენ, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია.

დაზარალებულის თქმით, ის ღამით მარნეულში გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიციელებმა გააჩერეს და პირადობის მოწმობის წარდგენა მოსთხოვეს, შემდეგ კი მისი პოლიტიკური სიმპათიებითაც დაინტერესდნენ,

მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა გაიგეს, რომ ის გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა მხარს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კვარაცხელიას ბრალდებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფემ. როგორც უწყებაში აცხადებენ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.