2021 წლის 16 ნოემბერს, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი მალანია კიევის სასამართლოს ეზოში ჩაცხრილეს. მას 10 ტყვია ესროლეს. უკრაინელმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელების ვინაობა მალევე დაადგინეს – 32 წლის ნოდარ ნიშნიანიძის და 36 წლის ლაშა სიხარულიძის საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. მათ უკრაინის ტერიტორიის დატოვება იმავე დღეს მოახერხეს. სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა საქმის მესამე ფიგურანტი გიორგი არუთინოვი, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, […]
კატეგორია: სამართალი
აკო ჭელიძე – “ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილი არ ყოფილა”
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ბრალდების მხარის მოწმედ სასამართლოში დაკითხვაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის მიზეზი თავად ბრალდებულის და მისი ადვოკატის, ონისე მარგიანის პოზიცია გახდა, რომლის მიხედვითაც უფლებადამცველი ითხოვდა, ჭელიძეს ჩვენება თხრობით რეჟიმში მიეცა და მისთვის ბრალდების მხარეს კითხვები არ დაესვა. ბრალდებულმა ჭელიძემ აღნიშნა, რომ მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს უკვე მიცემული აქვს ჩვენება და […]
ნუკრი ბაქრაძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია
არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულმა პატრულ-ინსპექტორმა ნუკრი ბაქრაძემ მისი საქმის განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია. აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია დაცვის მხარემ და თავად ბრალდებულმა ნუკრი ბაქრაძემ სასამართლო პროცესზე დააფიქსირეს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განმარტა, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ის, თუ რა ჩაიდინა პატრულ-ინსპექტორმა. „სურვილი გვაქვს, მის ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს, მისი ბრალი დამძიმებულია. ბრალდების მხარემ […]
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავა – მათ შორის 17 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავა, მათ შორის 17 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფრომაციით, დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. მათივე ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების […]
უკრაინის უშიშროებამ საზღვარზე კანონიერი ქურდი გიორგი კილაძე დააკავა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინის უშიშროების ძალებმა საზღვარზე „კანონიერი ქურდი“ გიორგი კილაძის, მეტსახელად „გეგა ოზურგეცკის“ დაკავება შეძლეს, რომელიც 2021 წლის ივნისიდან არის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების სიაში. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, 2020 წელს კილაძეს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის სასჯელს იხდიდა ჩერნიგოვის ოლქის ნოვგოროდ-სივერსკის შინაგან საქმეთა №31 […]
პენიტენციური სამსახური – “სააკაშვილი ყიფშიძის კლინიკაში გადაიყვანეს”
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილმა ემერტე კვლევაზე უარი თქვა. ამასთან, სამსახური აღნიშნავს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მის უფლებადამცველებს ჩატარებული კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია სრულად გადაეცემათ. „მიმდინარე წლის 13 მარტს, სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული გამოკვლევების ჩატარების მიზნით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ […]
პატრული კახა ბაკაშვილი მეტროში შშმ პირის ცემას აღიარებს
მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთი, კახა ბაკაშვილი ბრალს აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბაკაშვილი აღნიშნულ პოზიციას დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააფიქსირებს, დაცვის მხარე კი მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. რაც შეეხება მეორე პატრულ-ინსპექტორს, ნუკრი ბაქრაძეს, რომელსაც უშუალოდ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას ედავებიან, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ის დღევანდელ სასამართლო პროცესზე […]
ლადო გრიგალაშვილს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა ძალაში დარჩა
20 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მის მიმართ შეფარდებული უვადო პატიმრობა ძალაში დარჩა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ – სამი მოსამართლის შემადგენლობით უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. პროკურორმა საკუთარ სიტყვაში იმ […]
ატოციდან მახო ბირთველიშვილი გაუჩინარდა
ქარელის რაიონი სოფელი ატოციდან 27 წლის ახალგაზრდა, მახო ბირთველიშვილი გაუჩინარდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ნონა ბირთველიშვილი წერს. „მოგესალმებით ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ.10 მარტს ქარელის რაიონი სოფელი ატოციდან დილის 4 საათზე სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა მახო ბირთველიშვილი, 27 წლის, ეცვა ჯინსის შარვალი და შავი კურთუკი კაპიშონით. თუ გეცნობათ ან ფლობთ თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაციას ძალიან […]
შსს-მ 7 კგ კოკაინი ამოიღო – 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღო, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან: უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული დ. ს., ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული დ. გ., 1998 წელს დაბადებული ლ. კ. და 1962 წელს დაბადებული […]










