ადვოკატი ბარდაველიძე მისმა კლიენტმა დაჭრა და სცემა

ადვოკატი ბარდაველიძე მისმა კლიენტმა დაჭრა და სცემაადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა სცემა და დაჭრა. უფლებადამცველ გიორგი ბარდაველიძეს ფიზიკურად მისსავე მანქანაში გაუსწორდნენ. ირკვევა, რომ ბარდაველიძეს მიმართ პრეტენზია გამოთქვა მისმა კლიენტებმა, რომლებსაც თაღლითობას ედავებოდნენ. ორიდან ერთი სასამართლომ ჯარიმით გამოუშვა. ეს კი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

პრეტენზია ჰქონდათ, სააპელაციო სასამართლოში რატომ არ არის დროულად შესული საჩივარიო. თუმცა, მე გასაჩივრებული მქონდა და ფოსტის მეშვეობით გავაგზავნე სასამართლოში.

აბსოლუტურად გამართლებულმა კლიენტმა, იმ ადამიანმა, რომელიც სასამართლო პროცესებზე დავპირდი და დავიცავი უფასოდ, არ ვიცი, რა მოტივაცია ამოძრავებდა, რისთვის და რატომ, ასეთი რამ ჩაიდინა.

გამომიარეს სასამართლოში მანქანით. ვიფიქრე, საქმესთან დაკავშირებით ექნებოდათ საუბარი, სიტყვიერი შელაპარაკების შემდგომ ერთ-ერთმა მათგანმა, მეორე ჩუმად იჯდა, მანქანაში მომაყენა დაზიანება, რის შემდეგაც მოძრავი მანქანიდან გადავხტი. – იხსენებს ადვიკატი გიორგი ბარდაველიძე.
ადვოკატთა ასოციაცია მომხდარ ფაქტს ეხმიანება და გამოძიების დროულად დაწყებას ითხოვს.

პირი, რომელმაც საკუთარ ადვოკატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო უახლოეს საათებში იმსჯელებს.

ტვ პირველი