სომხეთში კანონიერი ქურდი მერაბ კალაშოვი დააკავეს

სომხეთში კანონიერი ქურდი მერაბ კალაშოვი დააკავესსომხეთის პოლიციამ 43 წლის ე.წ “კანონიერი ქურდი” მერაბ კალაშოვი დააკავა, რომელიც 2015 წლიდან საფრანგეთის მიერ იძებნებოდა. მას დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვებასა და ფულის გათეთრებას ედავებოდნენ.
სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე შეატყობინა ინტერპოლს საერთაშორისო ძებნილის აღმოჩენისა და დაკავების შესახებ.

კალაშოვს კრიმინალურ წრეებში მერაბ “თბილისკის” სახელით იცნობენ.

ნიუპოსტი