ლაშა გოგია ბრალს არ აღიარებს და გირაოს ითხოვს

ლაშა გოგია ბრალს არ აღიარებს და გირაოს ითხოვსზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ბრალდებას ქრთამის აღების შესახებ არ აღიარებს.

უფლებადამცველი პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, ბრალდება ვერ ადასტურებს კორუფციული გარიგების შეთანხმებას.

„მიგვაჩნია, რომ განჩინებით არ არის დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები. ჩვენი მოთხოვნაა, საჩივრის საფუძველზე რომ გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ნაცვლად პატიმრობისა გამოყენებულ იქნას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო“-ამბობს ადვოკატი ზაქრო გვიშიანი.

როგორც ცნობილია, ბრალს არ აღიარებს გოგიასთან ერთად დაკავებული ზუგდიდის ყოფილი ვიცე -მერი გია გულორდავაც, რომელიც ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ნიუპოსტი