ქუთაისში 50 წლის კაცმა საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე, 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.

შუახნის კაცმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.

“პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.