ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა, ეს კი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალი დაკავებულს მას შემდეგ დაუმძიმდა, რაც გამოძიებამ ახალი მოწმეები გამოკითხა.
მუხლის გადაკვალიფიცირების პარალელურად ვიტალი საფაროვის დედა პროკურატურამ დაზარალებულად უკვე მეორედ სცნო. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებაში მისულ ოჯახის წევრებს მიაწოდეს.
რუსთავი 2

