ვაკეში, მრგვალ ბაღთან, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ვაკეში, მრგვალ ბაღთან, მამაკაცის ცხედარი იპოვესვაკეში, მრგვალ ბაღთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ის იქვე ავტოსადგომზე მუშაობდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.