ქარელის რაიონი სოფელი ატოციდან 27 წლის ახალგაზრდა, მახო ბირთველიშვილი გაუჩინარდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ნონა ბირთველიშვილი წერს. „მოგესალმებით ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ.10 მარტს ქარელის რაიონი სოფელი ატოციდან დილის 4 საათზე სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა მახო ბირთველიშვილი, 27 წლის, ეცვა ჯინსის შარვალი და შავი კურთუკი კაპიშონით. თუ გეცნობათ ან ფლობთ თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაციას ძალიან […]
კატეგორია: სამართალი
შსს-მ 7 კგ კოკაინი ამოიღო – 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღო, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან: უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული დ. ს., ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული დ. გ., 1998 წელს დაბადებული ლ. კ. და 1962 წელს დაბადებული […]
დიდუბეში სამი ძმა დაჭრეს
სისხლიანი გარჩევა თბილისში – ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დიდუბეში, გოგოლაურის ქუჩაზე გუშინ შუადღისას დაუპირისპირდა. გარჩევის შედეგად, 4 პირი დაიჭრა, აქედან 3 ძმაა. ერთ-ერთი დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, ის მუცლის არეშია დაჭრილი. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ირკვევა, რომ კონფლიქტი მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. დაპირისპირების დროს ცივი იარაღი გამოიყენეს. […]
პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 4 პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემისთვის 4 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტით გადაადგილებას სექსუალური მომსახურეობის მიღების მსურველ კლიენტებთან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, […]
პოლიციამ იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის 12 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტები აღკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის პოლიციის […]
სამეგრელოში მამინაცვალმა გერი გააუპატიურა
არასრულწლოვნის გაუპატიურების სავარაუდო შემთხვევა სამეგრელოში – უმძიმეს დანაშაულში არასრულწლოვანი გოგონას მამინაცვალია ეჭვმიტანილი. არსებული ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცი ოკუპირებულ აფხაზეთში გაიქცა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს ოჯახი მალავდა და მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სავარაუდო მოძალადემ თავი ოკუპირებულ ტერიტორიას შეაფარა. მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია. სამართალდამცველები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მთავარი
ჰააგის სასამართლოს პროკურორმა აგვისტოს ომზე მინძაევის, გუჩმაზოვის და სანაკოევის დაკავების ორდერი გასცა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა. კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან : გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების […]
მარიამ გეგუჩაძეზე საქმე აღიძრა – „მარიამ, გილოცავ, შვილო. ახლა უკვე ნამდვილი აქტივისტი ხარ“
კანცელარიასთან „სირცხვილიას” აქტივისტების დაკავებიდან 2 დღის შემდეგ, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღიძრა ჩვენს კიდევ ერთ აქტივისტზე, მარიამ გეგუჩაძეზე. შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით, მოძრაობის 80% ხულიგანია და რეგულარულად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. „მარიამ, გილოცავ შვილო. ახლა უკვე ნამდვილი აქტივისტი ხარ“ – სოციალურ ქსელში ნანუკა ჟოჟოლიანი შვილს მიმართავს.
გიორგი მარგველაშვილის სიძე სოსო ყიფშიძე მამა-შვილის დაჭრისთვის დააკავეს
“რუსთავი 2-სთვის” ცნობილი გახდა, რომ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ინციდენტი მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. მათი გადმოცემით, ყიფშიძეს კონფლიქტი იქვე მცხოვრებ მამა-შვილთან პარკირების გამო მოუხდა, სიტყვიერი შელაპარაკება კი ფიზიკურ თავდასხმაში გადაიზარდა. ადგილობრივების თქმით, ყიფშიძეს თან ჰქონდა დანა, რითაც მამა-შვილს ჭრილობები მიაყენა და ხელყუმბარის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა. საბოლოოდ […]
ნორიოში დ.ყ.-მ 1 მამაკაცი მოკლა, 1 დაჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული დ.ყ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. „დანაშაული 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.ყ.-მ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ […]










