შალვა ხაჭაპურიძე – ”ლევან ყიფიანი საგანგებო განცხადებას გააკეთებს”

შალვა ხაჭაპურიძე - ”ლევან ყიფიანი საგანგებო განცხადებას გააკეთებს”„უახლოეს დღეებში ბატონი ლევანი ამ საკითხებთან დაკავშირებით გააკეთებს საგანგებო და ფრიად მნიშვნელოვან განცხადებას,“ – ეს განცხადება, სპორტის ყოფილი მინისტრის და “ომეგა ჯგუფის” საქმეზე სკანდალური აუდიო ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის, ლევან ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა.

ხაჭაპურიძის თქმით, გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც ისმის, რომ ლევან ყიფიანს ერთ-ერთ სარდაფში ოთარ ფარცხალაძის თანდასწრებით სცემეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ, სპორტის ყოფილი მინისტრი დეტალურად ისაუბრებს.

ადვოკატი ამ ეტაპზე თავს იკავებს ისაუბროს სკანდალურ აუდიოჩანაწერებისა და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს შესახებ, სადაც ოქუაშვილი ყიფიანთან შეხვედრას და ბიზნესზე განხორციელებული რეკეტის შესახებ ჰყვება.

„არის უამრავი დეტალები, რომლებზეც ვთქვათ, ამოჭრილი, დადასტურება ან უარყოფა აბსოლუტურად ამოგდებული იქნება კონტექსტიდან, ჩვენ არ გვინდა ამ რაღაც გაუგებრობაში ამოვყოთ თავი. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ერთობლიობაში რამდენიმე დღეში, არ გამოვრიცხავ, ხვალ-ზეგ, გავაკეთებთ საკმაოდ მნიშვნელოვან განცხადებას,“ – განაცხადა ადვოკატმა.

რუსთავი 2