შენობაში, რომელშიც, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ახლა საბავშვო ბაღია

შენობაში, რომელშიც, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ახლა საბავშვო ბაღიაშენობა, რომლის სარდაფშიც, აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ლევან ყიფიანს ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ, საბურთალოს ბაზართან მდებარეობს. შენობის მეპატრონის თქმით, ამ შენობას 2003 წლიდან აქირავებს. ახლა ამ შენობაში საბავშვო ბაღია, მანამდე ნაქირავები ჰქონდა ერთ-ერთ ბიზნესკომპანიას.

„კურიერის“ ცნობით, ბინის მფლობელს კომპანიის სახელი არ ახსოვს, თუმცა კარგად ახსოვს, რომ მოლაპარაკებებზე კომპანიის დირექტორი დადიოდა და არა – მფლობელი.

„ორგანიზაცია იყო, ბიზნესს აწარმოებდნენ, დაზუსტებით არ მახსოვს, სახელი რა ერქვა. ბიზნეს ჯგუფი იყო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით რაღაცებს აკეთებდნენ. ოთარი მე არ მინახავს არასდროს. იქ იყვნენ მისი წარმომადგენლები, ალბათ, რა ფორმით, რა ურთიერთობა ჰქონდა და რა ფორმის იყო ეს თანამშრომლობა მათი, მე ეს არ ვიცი. ჩემთან იყო ოფიციალური დირექტორი, ვინც იყო ამ ფირმის დირექტორი, ვისთანაც მე თანხაზე და ყველაფერზე ვსაუბრობდი,“ – განაცხადა ბინის მეპატრონემ.

საცხოვრებელი სახლის მეზობლები აცხადებენ, რომ ამ ბინაში კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ პირები, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. მეზობლები ვარაუდობდნენ, რომ ისინი თათბირისთვის იკრიბებოდნენ.

მეზობლების ინფორმაციით, ეს პირები შავი ჯიპებით მოდიოდნენ.

ნიუპოსტი