საძაგლიშვილი – “უკრაინა საქართველოსგან სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს”

საძაგლიშვილი - "უკრაინა საქართველოსგან სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის შესაბამის მკურნალობას დაუყოვნებლივ საჭიროებს – საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ხელისუფლებას მიმართავს.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ნათელია, რომ მმართველ გუნდს არ აქვს ნება, ივანიშვილის პირადმა მძევალმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღოს. გარდა ამისა, “ქართული ოცნება” და საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობენ უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე – გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან.

“აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად მოსთხოვა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სალომე ზურაბიშვილის 14 მარტის განცხადება, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი იყო საჯარო უარი უკრაინის ხელისუფლებისთვის, იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ომში იმყოფება პუტინის რუსეთთან. ეს ნაბიჯი არ იმსახურებს მოწონებას, რადგან ზურაბიშვილი თავს იწონებს უკრაინის მხარდაჭერით და ეს მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვებში არა, ქმედებებში უნდა გამოიხატებოდეს”,- ამბობს საძაგლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს –  არ შევალ სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია –  თქვა ზურაბიშვილმა გუშინ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბიშვილს ციხიდან უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა და თქვა, რომ  ზურაბიშვილს მის შეწყალებაზე განცხადება ქართული საზოგადოების გასაგონად არ გაუკეთებია.

მთავარი