თიბისი ბანკის გორგასლის ფილიალში უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო და ხანძარი გააჩინა. არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, სამართალდამცავებმა კი დამნაშავე უკვე დააკავეს.
“შემოვიდა და დაიყვირა, “ვინც გაასწრებთ, გაიქეცითო”, დააგდო მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი გააჩინა” – აცხადებს თვითმხილველი.

