ბუტა რობაქიძის სასამართლოზე ზაზა ბაქრაძემ და გურამ დონაძის ახლობელმა იჩხუბეს

ბუტა რობაქიძის სასამართლოზე ზაზა ბაქრაძემ და გურამ დონაძის ახლობელმა იჩხუბესდიდუბის პანთეონთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს ერთ-ერთი ბრალდებული ზაზა ბაქრაძე და ბრალდებულ გურამ დონაძის ახლობელი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ამოიწურა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის თავის დანაშაულს აღიარებს. ამასთან, ბაქრაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დანაშაული სხვა ბრალდებულებსაც აქვთ ჩადენილი.

“მე ჩემს დანაშაულს არ უარვყოფ, დანაშაული მაქვს ჩადენილი, ხელყუმბარა მე ჩავუდე. ასევე არ უარვყოფ, რომ გურამ დონაძე, ზურა მიქაძე – ესენი იყვნენ ამ ყველაფრის თავი. მე რატომ მივიღე მონაწილეობა? გარდა იმისა, რომ ჩემზე იყო შანტაჟი, ჩემს შვილებზეც გადავიდა შანტაჟი, დღემდე! მე გელაპარაკებით ადამიანი, რომელიც შემთხვევის ადგილზე ვიყავი და ქალაქის კრიმინალურ პოლიციას ვხელმძღვანელოდი. იარაღები მოვიდა ჩემი შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ. ეს სხვა მოწმეებმაც დაადასტურეს”, – განაცხადა ზაზა ბარქაძემ.

აღნიშნულ საქმეზე ბრალი შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს აქვთ წარდგენილი.

ინტერპრესნიუსი