აიისას პრეზერვატივების საქმეს ლევან მურუსიძე განიხილავს

აიისას პრეზერვატივების საქმეს ლევან მურუსიძე განიხილავსპრეზერვატივების ქართული ბრენდის აიისას საქმეს სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძე განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია “აიისა” 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.

მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა.

ნიუპოსტი