სოსო ოხანაშვილი თელ ავივში დააკავეს?

სოსო ოხანაშვილი თელ ავივში დააკავეს?“პირველი რადიოს” ინფორმაციით, 7 მაისს თელ ავივის აეროპორტში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დააკავეს, რომელიც კიევი-თელ ავივის რეისით ჩაფრინდა.

ისრაელში არ შეუშვეს არცერთ მგზავრი, რომელსაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჰქონდა. ყველა მოქალაქე შეამოწმეს.

უცნობია, რჩება თუ არა პატიმრობაში ოხანაშვილი.

დაკავებას უარყოფს მისი მეუღლე ეკა შიოლაშვილი.

ოხანაშვილი ციანიდის საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, არ იძებნება და საქართველოში რამდენიმე თვეა არ იმყოფება.

როგორც “პირველ რადიოს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სოსო ოხანაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს არც ერთი ქვეყნისთვის არ მიუმართავს. უწყებაში განმარტავენ, რომ ოხანაშვილის წინააღმდეგ საქართველოში არც ერთი სამართლებრივი საქმე არ არის აღძრული.