კატეგორია: სამართალი

“არაფერი ვიცი” – რას ამბობს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი მისი ძმის დაკავებასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებული გიორგი გოგებაშვილის ძმა, შს თანამშრომელი, იაკობ გოგებაშვილი მისი ძმის დაკავების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. იაკობ გოგებაშვილის თქმით, დაკავებულის საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა. ის ასევე უარყოფს ინფორმაციას რომ კომუნიკაცია ჰქონდა იმ ბინის მფლობელებთან, რომელიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ბრალდებით დაკავებულ წყვილ, 24 წლის გიორგი გოგებაშვილსა და 27 წლის ნინო გეგელაშვილს კონსპირაციულად ჰქონდათ […]

შსს: “მოზარდების თვითმკვლელობის არც ერთ კონკრეტულ შემთხევევაში საქმე “ლურჯ ვეშაპთან“ არ გვქონია”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, შს სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტექნოლოგიების, კვლევის და დანერგვის განყოფილების უფროსს ივანე კაციტაძეს და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელს მოუსმინეს. კაციტაძემ საშიშ ინტერნეტთამაშზეც ისაუბრა და თქვა: “ყველა შემთხვევა, რომელიც მოზარდების თვითმკვლელობას და თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობას ეხება, შესწავლილია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ კონკრეტულ შემთხევევაში საქმე ინტერნეტ თამაშ “ლურჯ […]

ნარკორეალიზატორთა გაშიფრული სქემა – ბრალდებული გიორგი გოგებაშვილი პოლიციის მაღალჩინოსნის, იაკობ გოგებაშვილის, ძმაა

ნარკორეალიზატორთა გაშიფრული სქემა – სამართალდამცავებმა 23 წლის გიორგი გოგებაშვილი და მისი მეგობარი გოგონა, ნინო გეგელაშვილი, დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით ახდენდნენ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ბინა კი, რომელიც მათ ჰქონდათ ნაქირავები, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკების საცავი იყო. სამართალდამცავების ცნობით, სწორედ ამ ბინიდან ნაწილდებოდა საქათველოს მასშტაბით ინტერნეტით გაყიდული ნარკოტიკი. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული გიორგი გოგებაშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მაღალჩინოსნის – იაკობ […]

გიორგი ხაჭაპურიძის და ზვიად სალთხუციშვილის მკვლელობაში ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

მომღერალ გიორგი ხაჭაპურიძის და ზვიად სალთხუციშვილის მკვლელობაში ბრალდებულები ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულ რუსლან ბადიევის ადვოკატმა დღეს მოსამართლის აცილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მოსამართლე ლევან გელოვანმა პროკურატურის მიერ უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერი საქმეში დასაშვებად სცნო. – დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წახალისებული იქნა მოსამართლის მიერ უკანონო მიყურადება, უკანონო მოსმენა უშიშროების სამსახურის მიერ და აგრეთვე მინდა, […]

”ცოლ-ქმარი ვართ, მანქანის ნაწილებით ვვაჭრობთ და ქირის გადახდის პრობლემა არ გვექნებაო…” – ბინის მფლობელი, სადაც ნარკორეალიზატორები დააკავეს, პირველ კომენტარს აკეთებს

ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტის საშუალებით გასაღების ბრალდებით დაკავებულების ახლობლებმა მათი საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამის შესახებ ისინი თავად საუბრობენ. – არ ვიცი არაფერი. მე თვითონ ველოდები გამოძიებას. არაფერს არ მეუბნებიან, – აცხადებს დაკავებული გოგონას, ნინო გედელაშვილის ძმა და ამბობს, რომ ის არ იცნობდა იმ მამაკაცს, რომელთან ერთადაც მისი და დააკავეს. დაკავებული ცოლ-ქმარი დიდ დიღომში ნაქირავებ ბინაში […]

ზაზა სარალიძე – „მიხეილ კალანდიას ძმამ მირზა სუბელიანის სახლში ყოფნა დაადასტურა“

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმის, მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია დაიკითხა. კალანდიას გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება. ადვოკატები და მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ღიად საუბრობენ კალანდიას მიერ მიცემულ ჩვენებაზე. – მთავარი დეტალი, რაც ბატონმა ლუკა კალანდიამ განაცხადა, დაადასტურა მირზა სუბელიანის სახლში ყოფნა თავისთან, როდესაც მიხეილ კალანდია […]

კომპანია „ედლაინმა“ ნიკა მელიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა – ”მოვითხოვთ მისგან ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას”

სარეკლამო კომპანია „ედლაინმა“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკანორ მელიასგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციიის საჯაროდ უარყოფა მოითხოვა. როგორც „პალიტრამედიის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა სამსონიამ განაცხადა, ნიკანორ მელიამ საჯაროდ უნდა უარყოს მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც „პალიტრამედიის“ შემადგენლობაში შემავალმა შპს „ედლაინმა“ გაიმარჯვა, უკონკურენტო […]

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზებისთვის დიღომში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ცოლ-ქმრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დიღომში, ნაქირავებ ბინაში, სამართალდამცველები ნივთმტკიცებებს და ბრალდებულის თანამზრახველების კვალს ეძებდნენ. – დაკავებული მოიყვანეს აქ არ დაუკავებიათ, აქ ჩხრეკა ჩაატარდა. როგორც ვიცი, ერთი ბიჭი დააკავეს ნაქირავებში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. როგორც გავიგე ეს ბიჭი ინტერნეტით ასაღებდა ნარკოტიკს, – ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი ია მგალობლიშვილი. ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების საქმეზე შს […]

სუს-ი ვალერი კვარაცხელიას აფრთხილებს, 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკა არ გამოიყენოს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ დამფუძნებელ ვალერი კვარაცხელიას წერილობით აფრთხილებს, რომ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, კომუნისტური სიმბოლიკა არ გამოიყენონ. „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, მოგმართავთ არ დაუშვათ ან აღმოფხვრათ ზემოხსენებულ ღონისძიებებზე კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, – ნათქვამია […]

თბილისის ზღვაზე 20 წლის ბიჭი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 20 წლის ბიჭის ცხედარი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებული ინოფრმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. შემტხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმის მკვიდრია. ის საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.