საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, გარდაცვლილი სპეცრაზმელის, 43 წლის ნუგზარ ბარიშვილის ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. ბარიშვილის ახლობლები აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავი მოკლულია. ოჯახი მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. არსებული ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. გარდაცვლილის დედა აღნიშნავს, რომ შვილის გარდაცვალების შესხებ უწყებიდან მისთვის არავის უცნობებია. მარინე ნიკორაშვილი, აღნიშნულ […]
კატეგორია: სამართალი
გორში შსს-ს თანამშრომელმა ნუგზარ ბარიშვილმა თავი მოიკლა – ის დიცში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იპოვეს
გორში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა თავი მოიკლა. ის საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მან ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიიყენა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 43 წლის ნუგზარ ბარიშვილს ჭრილობა, სავარაუდოდ, მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის ექსპერტიზაზე გორის პროზექტურაში გადაასვენეს. გარდაცვლილის დედა იმავე ბაზაზე მზარეულად მუშაობს, მან შვილის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ […]
„ეს შიმშილობა დასრულდება ან ჩვენი გათავისუფლებით, ან ჩვენი გასვენებით გლდანის მე-8 დაწესებულებიდან“
ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი ლადო სადღობელაშვილის თხოვნით, მისი ადვოკატი მიმართვას ავრცელებს: „საღამო მშვიდობის მეგობრებო, იმედია თქვენ მაინც კარგად ხართ და გაქვთ მშვიდობა. ჩვენი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და დღითი-დღე უარესდება… ყველაზე დიდი ტკივილია ის უსამართლობა, რაც ჩვენი საქმის ირგვლივ ხდება. ბოლო პროცესზე, სულ გვქონდა იმედი, რომ დამთავრდებოდა ჩვენი უკანონო პატიმრობა, მაგრამ როგორც კი დავინახე დარბაზში უამრავი […]
მარნეულში 21 წლის მამაკაცი სანადირო თოფითაა მოკლული
მარნეულში, შულავერის ადმინისტრაციულ ოლქში, სოფელ სეიდ გოჯალოში, მდინარე დებედასთან 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილს, სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული. თუ რა გახდა ახალგაზრდის მკვლელობის მოტივი უცნობია, ასევე უცნობია თუ ვინ არის მკვლელი. შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლები მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა […]
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში არასრულწლოვანს ჩაცმულობის გამო თავს 2 პირი დაესხა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის გამო არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის 2 პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 2 პირი: 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ხ. და 1992 წელს დაბადებული ვ.ბ. თბილისში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე […]
მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ – დაკავებულია 9 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა.”ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულსა და ფონიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული ფ.ნ., 1976 წელს დაბადებული ი.მ., 1984 წელს დაბადებული ე.ი., 1883 წელს დაბადებული ე.ი., 1975 წელს დაბადებული ი.ც., […]
მარნეულში 21 წლის ნამაზ ვალიევი გარდაცვლილი იპოვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდ გოჯალოში 21 წლის მამაკაცი, ნამაზ ვალიევი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ მოქალაქე ლაშა ქველაძე წერს. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ვალიევი გუშინ საღამოს სატელეფონო ზარის განხორციელების შემდეგ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, დილით კი მწყემსმა სოფლის ჭალაში გარდაცვლილი იპოვა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილს თავის არეში ძლიერი დაზიანება აქვს მიყენებული. ნიუპოსტი
კაბუ პატიმრობაში რჩება – საფრანგეთმა მას ადვოკატი დაუნიშნა
საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მსახიობი კახა აბუაშვილი იგივე “კაბუ” კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. აბუაშვილის ოჯახისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება ამჟამად დაკავებული და როდის გაიმართება მისი სასამართლო პროცესი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახა აბუაშვილის დედამ განუცხადა, ოჯახი თავად დაკავებულის ზარს ელოდება, რისი უფლებაც მას ადგილობრივი კანონმდებლობით აქვს. ცირა აბუაშვილის თქმით, მის შვილს საფრანგეთის სახელმწიფომ ადვოკატი აუყვანა, თუმცა […]
ჟურნალისტური გამოძიება და გუდიაშვილის მოედანზე ნაყიდი მეფედრონი – მომაკვდინებელ ნარკოტიკს ახალგაზრდები მარტივად მოიპოვებენ
როგორც გაირკვა, კლუბური ნარკოტიკი მეფედრონი, რომელსაც ბოლო ერთ კვირაში 6 ადამიანი ემსხვერპლა, საკმაოდ მარტივად მოსაპოვებელია. მეფედრონის შეძენა შესაძლებელია სპეციალური ინტერნეტ-მისამართიდან, სპეციალური აპლიკაციით, რომ კვალი დაიკარგოს. საიტზე შესვლას და გადახდას გარკვეული პროცედურები სჭირდება. თანხის გადახდა ბიოთქოინებით ხდება, რაც ანონიმურობის გარანტიას აძლევს გამყიდველს და ძალიან ურთულებს საქმეს სამართალდამცავებს. საფასურის გადახდის შემდეგ 15 წუთში მომხმარებელი შეტყობინებას იღებს, რომ შეკვეთა მზად არის, რომელსაც […]










