გორში შსს-ს თანამშრომელმა ნუგზარ ბარიშვილმა თავი მოიკლა – ის დიცში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იპოვეს

გორში შსს-ს თანამშრომელმა ნუგზარ ბარიშვილმა თავი მოიკლა - ის დიცში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იპოვესგორში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა თავი მოიკლა. ის საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იპოვეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მან ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიიყენა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
43 წლის ნუგზარ ბარიშვილს ჭრილობა, სავარაუდოდ, მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის ექსპერტიზაზე გორის პროზექტურაში გადაასვენეს.

გარდაცვლილის დედა იმავე ბაზაზე მზარეულად მუშაობს, მან შვილის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც სამსახურში გამოცხადდა. როგორც თავად ამბობს, ინფორმაცია მას უწყებიდან არ მიაწოდეს.

როგორც „რუსთავი2“-ს შს სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და აცხადებენ, რომ ნუგზარ ბარიშვილი მოკლულია. ოჯახი მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.