ოზურგეთში, მდინარე აჭში, 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთში, მდინარე აჭში, 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვესოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია. მას ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა, დღეს დილით კი მამაკაცის ცხედარს მდინარე აჭში მიაკვლიეს. ცხედარი მისმა ძმამ და ბიძაშვილმა იპოვნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ მამაკაცს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავი 2