შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის 5 და საქართველოს 1 მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, ახალციხის სამმართველოს ჭარალის სასაზღვრო
სექტორის დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე, ვალეს სასაზღვრო სექტორის
დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის 3 და
აზერბაიჯანის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის
მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

