მარიამ კუბლაშვილი – ”რუსლან ალდამოვის დანაშაულის მტკიცებულება არ არსებობს”

მარიამ კუბლაშვილი - ”რუსლან ალდამოვის დანაშაულის მტკიცებულება არ არსებობს”ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეში ბრალდებულ რუსლან ალდამოვის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება 22 ნოემბრის სპეცოპერაციას ეხება და მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულზე არ მეტყველებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მოსამართლემ ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და მათი გამოკვლევა არსებით სხდომებზე მოხდება.
– არანაირი მტკიცებულება, არანაირი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის და სხვა ბრალდებულების დანაშაულზე მეტყველებს, არ არსებობს. საქმეში არსებული მტკიცებულებები უკავშირდება მხოლოდ 22 ნოემბერს და მათ კავშირებს, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

რუსლან ალდამოვი სუს-მა პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. გამოძიება ალდამოვს ტერორიზმის მხარდაჭერას ედავება.

ინტერპრესნიუსი