პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საფრანგეთის მოქალაქეების საქმეზე ორი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ სცნო. “სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირების ფულადი თანხების მოტყუებით […]
კატეგორია: სამართალი
ფოთში საკანალიზაციოში ნაპოვნი ბავშვის დედა დააკავეს
ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის დედა დააკავეს, თუმცა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. ცნობისთვის, ახალშობილის ცხედარი დევნილთა დასახლებაში მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.
თაღლითობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა 2022 წლის დასაწყისში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება დაგეგმეს. დანაშაულებრივმა ქმედებამ 975.530 ლარის […]
ბრალდებული მანქანაში 5.422 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტი გამოავლინეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში 5.422 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდა. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია აღნიშნული უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 24.389,60 ლარს შეადგენს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]
კახეთში ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი პირის […]
“უცბად წყალმა გაჭედა” – ფოთში კორპუსის მილში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს
ფოთში, ახალ რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იქ მცხოვრებმა ქალმა ბინაში იმშობიარა. როგორ აღმოჩნდა ახალშობილი საკანალიზაციო მილში, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. “კანალიზაციის მილმა წყალი არ გაატარა, მოიყვანეს სპეციალისტი და გაწმენდის დროს ახალშობილი იპოვეს. ვინ ჩაიდინა ან ვინ შეიძლება იყოს მეზობელი, არ […]
“ცხედარი გარდაცვლილი გადმოაგდეს” – მუხიანში დღეს ნაპოვნი დავით თევზაიაა
ახალგაზრდა მამაკაცი, რომლიც მუხიანში დღეს დილით გარდაცვლილი ნახეს, 36 წლის დავით თევზაიაა. მისი ცხედარი მეზობლებმა გობრონიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ნახეს. რა გახდა სიკვდილის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. გარდაცვლილის ახლობლების ნაწილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობენ, რომ თევზაიას პრობლემები არ ჰქონდა, ხოლო ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, რომ […]
მუხიანში სახლის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მუხიანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს – გამოძიებამ უნდა დაადგინოს უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე თვითმკვლელობასთან. “ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, გომბრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა 35 წლის მამაკაცის ცხედარი დღეს დილით, ეზოში იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს. გარდაცვლილი ამავე ბინაში ცხოვრობდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი “ვაგზლის მოედანზე” მცირე ბიზნესის მფლობელი იყო. მეზობლები ამბობენ, რომ მას სუიციდის არანაირი მოტივი არ ჰქონდა. ვრცელდება […]
გოგა გზირიშვილი – “ორსული ცოლი, ქეთა კეპულაძე, მე მოვკალი, მაგრამ ამის სურვილი არ მქონია”
მე მოვკალი, მაგრამ განზრახ არ მინდოდა, – ამის შესახებ ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც ბრალდებულმა განმარტა, ის დანაშაულს აღიარებს, თუმცა, ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება. „დამნაშავედ ვცნობ თავს, მაგრამ მკვლელობა განზრახული არ მქონია. მოვკალი კი, მე დავრეკე პოლიციაში და ვაღიარე, განზრახ არ მინდოდა”, – განაცხადა გზირიშვილმა. ამ […]
მიხეილ სააკაშვილს პაემნების უფლება შეუზღუდეს
მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურმა სამსახურმა რეჟიმი დაუმძიმა და ე.წ. პაემნის უფლებით სარგებლობა შეუზღუდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ახალი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილთან ოჯახის წევრების შესვლა თვეში მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. რა გახდა ამის მიზეზი, ჯერ უცნობია. უფლებადამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ის ექიმების ვიზიტს საჭიროებს. ცნობისთვის, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ მასთან […]









