რუსთავში 50 წლის მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა

რუსთავში 50 წლის მამაკაცმა თავის მოკვლა სცადარუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით მამაკაცმა სუიციდი სცადა და სახის არეში რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიიყენა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულს ჰქონდა სისხლდენა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მისი გადაყვანა “კლინიკა რუსთავში” მოახერხა. პაციენტს ჭრილობები დაუმუშავდა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და სახლში გაეწერა.

ინფორუსთავი