გორში ქალმა თავი ჩამოიხრჩო

გორში ქალმა თავი ჩამოიხრჩოგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 35-წლამდე ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ახალგაზრდა ქალმა თავი ჩამოიხრჩო. სუიციდის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გორის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ სოფელში, ადგილობრივების თქმით, სუიციდის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია.