თელავში შვილმა დედა ნაჯახით მოკლა

თელავში შვილმა დედა ნაჯახით მოკლათელავის მუნიციპალიტეტში შვილმა დედა მოკლა. როგორც “ინტერპრესნიუსს” მეზობლებმა განუცხადეს, სოფელ კონდოლში კონფლიქტის ნიადაგზე 91 წლის ქალს შვილმა სასიკვდილო ჭრილობა ნაჯახით მიაყენა.
მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია.