შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ი.კ. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს ქალაქ კასპში თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა, […]
კატეგორია: სამართალი
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ძმებ გრიგორიანებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ძმები გრიგორიანები თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ ღამით მიიღო. გრიგორიანებს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ. ბრალდების მტკიცებით, საქმეში მოწმეთა ჩვენებებთან ერთად დანაშაულის დამადასტურებელი წერილობით მტკიცებულებებიც არსებობს. დაცვის მხარე პროცესზე გრიგორიანების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.
ნიკა გვარამია: „ან დეკანოზი გათავისუფლებული იქნება კანონიერად, ან ჩვენ დავიწყებთ მის მიერ მოკვლეული ყველა ინფორმაციის გასაჯაროებას“
– ეს პროცესი არის პოლიტიკური, ამიტომ პასუხი იქნება პოლიტიკური, – ეს განცხადება ნიკა გვარამიამ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ე.წ. ციანიდის საქმეზე გააკეთა. მისი თქმით, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ, საეკლესიო გადაცდომებთან დაკავშირებით მის მიერ გამოკვლეულ ინფორმაციას გაასაჯაროებენ. ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ დეკანოზი მამალაძე უდანაშაულოა. – ამ ადამიანმა გამოააშკარავა საეკლესიო გადაცდომები, ეს ჩვენ საერო […]
“ოჯახში ფაქტობრივად არავინ დარჩა” – ვინ იყო ოჯახი, რომელიც სამტრედიაში საზარელ ავარიას ემსხვერპლა
სამტრედიაში 15 მარტს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. ერთმანეთს “მერსედესის” მარკის ავტომობილი, ჯიპი და “ოპელი” შეეჯახნენ. სწორედ “ოპელის” მარკის ავტომობილში იმყოფებოდა პაქსაძეების ოჯახის 4 წევრი. მათგან სამი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. პაქსაძეები მახინჯაურში ცხოვრობდნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი იმერეთის ერთ-ერთი სოფლიდან სახლში ბრუნდებოდნენ. გარდაცვლილები არიან პაქსაძეების რძალი თამუნა კერესელიძე, მისი […]
ღარიბაშვილი, წულუკიანი, თამაზაშვილი, კბილაშვილი, მწარიაშვილი – ვის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას პროკურატურას სკანდალური მოწმე
ახლო მომავალში საზოგადოებას ბევრი ახალი სკანდალი ელოდება. მოწმე გოდერძი ჯოლოხავას პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებები იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ მისი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასმა გადაწყვიტა. მოწმე ჯოლოხავას უფლებებს სამართალდამველთა რეფორმირების ცენტრის ადვოკატები იცავენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს რომ ჯოლოხავას მონაყოლი საზოგადოებას შოკში ჩააგდებს. მოწმეს, რომელმაც სიმართლის თქმა გადაწყვიტა სახელმწიფომ 2 დაცვა დაუნიშნა […]
ავსტრიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
ორსულ მეუღლეზე ძალადობისთვის გორში 1 პირი დააკავეს – ოჯახში ძალადობის ბრალდებით მარტის თვეში უკვე 11 პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მყისიერ და კანონის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას ახდენს. 2 მარტიდან დღემდე, პოლიციამ შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 11 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ.წ., ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის […]
ზუგდიდში 3 პირის დაჭრაში ბრალდებულ გიორგი ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სამი პირის დაჭრაში ბრალდებულ გიორგი ახალიას 16 მარტს ზუგდიდის რაიონულმასასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – განუცხადეს „ლაივპრესს“ ზუგდიდის სასამართლოში. 13 მარტს, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე მომხდარი შელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი დაიჭრა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო […]
თბილისის აეროპორტში კანონიერი ქურდი სულიკო შარიქაძე დააკავეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი სულიკო შარიქაძე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოფრინდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული ს.შ, წარსულში ნასამართლევი, ბელარუსის რესპუბლიკის მიერ დეპორტირებული ე.წ. „კანონიერი ქურდი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ბელარუსის რესპუბლიკიდან […]
“ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობა დეპრესიამდე მიიყვანა”
ამ სიტყვებით ეხმაურება ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი დავით მჟავანაძე ქალაქ ოზურგეთში, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოზურგეთის ოფისის წინ მომხდარ ინცინდენტს, როცა საბანკო დავალიანების გამო, ქალბატონმა ბენზინი გადაივლო და თავის დაწვა სცადა. “მაშინ როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოწერილ პრემიებზე დაგეშილი, “ქართული ოცნების” ადგილობრივი ჩინოსნები აცხადებენ, რომ პრობლემა არა ხელისუ8ფლებაში არამედ საზოგადოებაშია, ამ დროს […]










