“ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობა დეპრესიამდე მიიყვანა”

"ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობა დეპრესიამდე მიიყვანა"ამ სიტყვებით ეხმაურება ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი დავით მჟავანაძე ქალაქ ოზურგეთში,  ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოზურგეთის ოფისის წინ მომხდარ ინცინდენტს, როცა საბანკო დავალიანების გამო, ქალბატონმა ბენზინი გადაივლო და თავის დაწვა სცადა.

“მაშინ როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოწერილ პრემიებზე დაგეშილი, “ქართული ოცნების” ადგილობრივი ჩინოსნები აცხადებენ, რომ პრობლემა არა ხელისუ8ფლებაში არამედ საზოგადოებაშია, ამ დროს მოსახლეობა უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფდება.

ასეულობით ოზურგეთელი რაიონს ტოვებს ლუკმა პურის საშოვნელად, ისინი ვინც ამას ვერ ახრეხებენ, უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან და ამას კიდევ ზედ დეპრესია და მომავლის უიმედობაც ერთვის. მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამოსავალი არსებული ხელისუფლების ჩამოშორებაა. რაც აუცილებლად ყველამ ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ.”-აცხადებს მჟავანაძე.
გურიანიუსი