ზუგდიდში 3 პირის დაჭრაში ბრალდებულ გიორგი ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში 3 პირის დაჭრაში ბრალდებულ გიორგი ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდასამი პირის დაჭრაში ბრალდებულ გიორგი ახალიას 16 მარტს ზუგდიდის რაიონულმასასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – განუცხადეს „ლაივპრესს“ ზუგდიდის სასამართლოში.

13 მარტს, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე მომხდარი შელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი დაიჭრა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19 – 109 მუხლის მე-3 ნაწილით და 236 -ე მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამი პირის დაჭრაში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 2 მაისს დაინიშნა.

ლაივპრესი

ბათუმელი ბიჭი ყოფილი მხედრიონელის სახლში ზუგდიდში სასტიკად ცემეს – როგორ დაიწყო სისხლიანი კონფლიქტი