კატეგორია: სამართალი

ქართველ პატიმრებზე საბერძნეთში ლეგენდები დადის – ბერძნული ციხის დეტალები

საბერძნეთის ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი იწერება. არ წყდება პატიმრების პროტესტი, რომლებიც აცხადებენ, რომ იქ, გარდა სასჯელის მოხდისა, გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. ციხის თანამშრომლები ყოველდღე ხდებიან შეტაკებებების მოწმეები. კომპეტენტური პირი ბერძნულ  წყაროს   newsbeast.gr-ს ესაუბრა დ აღწერა სასჯელაღსრულების დაწესებულების შავბნელი მხარეები, რომ პატიმრებს მონობის ფასად უჯდებათ დარჩნენ ცოცხალი. ბერძნული ციხეები, რომლებიც ამჟამად […]

თელავში ჰონდა ცისტერნებიან მანქანას დაეჯახა – – 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაცით, “ჰონდას” მარკის ავტომანქანა, გაზის ცისტერნებით დატვირთულ მოძრავ ავტომანქანას დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მგზავრების ამოყვანა მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეძლეს. მძიმედ დაშავდა ორი მგზავრი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ გამოკვლევა უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

საგარეჯოში 35 წლის კაცმა თავი მოიკლა

კახეთში 35 წლის კაცმა თავი მოიკლა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პალდოში მოხდა. imedinews- ის ინფორმაციით, გარდაცვლილი მწყემსად მუშაობდა და ის საკუთარმა ძმამ შემთხვევით ნახა, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინა. გარდაცვლილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის გურჯაანის ეროვნული ბიუროშია გადასვენებული.

ირაკლი ოქრუაშვილი სოსო რობაქიძეს – “იცი, ვინ მოგიკლა შვილი? – მოგცემ იარაღს, მოსთხოვე პასუხი… ნეტა რამის თავი გქონდეს” – ვიდეო

შს ყოფილ მინისტრსა და ბუტა რობაქიძის მამას შორის სასამართლოს შენობაში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. რობაქიძის თქმით, მაშინ “ყველამ პატრულის სახის შენარჩუნებაზე იჩალიჩა”. „სოსო, შვილი დაგეღუპა, კონკრეტული ადამიანი იცი, ვინც შენი შვილი მოკლა? თუ გინდა მოგცემ იარაღს და მოთხოვე პასუხი… ნეტავ რამის თავი გქონდეს“,- მიმართა ოქრუაშვილმა რობაქიძეს.

ლადო გრიგალაშვილი – “ანას სიტყვებმა გონება დამიბნელა და დანა რამდენიმეჯერ ჩავარტყი” – რა წერს პირველ ჩვენებაში ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული

მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა მსხვერპლი სახლიდან 05:30 საათზე გამოიყვანა და კორპუსის უკან, სკვერში შურისძიების ნიადაგზე მოკლა. ანა ნაცვლიშვილი, მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. საქმის მასალების თანახმად, შეყვარებულის მკვლელობის შემდეგ 21 წლის ბიჭმა, ქურთუკი გამოიცვალა და მკვლელობის ნივთმტკიცება – დანა ავტოფარეხში დამალა, რაც […]

ქუთაისში თურქეთის მოქალაქემ 15 წლის მეუღლე დანით დასერა

ქუთაისში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ არასრულწლოვან, 15 წლის მეუღლეს ბასრი საგნით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 […]

რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს – ვიდეო

ხელყუმბარა აღმოაჩინეს რუსთავში. ასაფეთქებელი ნივთიერება რუსთაველის ქუჩის 26  ნომერი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდიურზე იპოვნეს. ხელყუმბარა სავარაუდოდ  ერთ ერთმა ადგილობრივმა შენიშნა  და 112- ში დარეკა. ადგილზე გამნაღმველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. “ინფო რუსთავს” შშს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს.

“ლადო გრიგალაშვილმა აღიარა, რომ ანა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა… შავი ფერის ბმვ-ში იჯდა. მისმა საქციელმა აღმაშფოთაო”

21 წლის ანა ნაცვლიშვილმა ორიოდე თვის წინ “ფეისბუკის” პირად გვერდზე ამერიკელი მწერლის, ლორენ ოლივერის ფრაზა გააზიარა: ” სიყვარული ბუმბულივით ჰაეროვანი, მოკლე სიტყვაა და ნემსივით ან სამართებლის პირივით ბასრია. ის შენი ცხოვრების შუაგულში ესობა და მას ორად ხლეჩს – მანამდე და მას შემდეგ. შენ თვალწინ სამყარო ორ ნაწილად იყოფა – მანამდე და მას შემდეგ, შუალედი კი ამ ბასრ ნემსზე არც […]

ზაურ კორაშვილი ჯერ შვილმა და რძალმა ცემეს, მერე მანქანამ გაიტანა და მოკლა

68 წლის ზაურ კორაშვილი ჯერ ძალადობის, შემდეგ კი ავტოავარიის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა ორი დღის წინ, სოფელ შილდაში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს საკუთარი შვილი და რძალი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც, მისი ყვარლის საავადმყოფოში მოთავსება გახდა საჭირო. ექიმების ჩარევის შემდეგ, იგი გამოკითხვაზე შს ყვარლის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს, საიდანაც უკვე სახლში ბრუნდებოდა და ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა. […]

ვალერი შუხოშვილს მუცლიდან დანა ცოლმა გამოაძრო – ვარკეთილის ტრაგედიის ახალი დეტალები

პოლიცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს 24 წლის ვალერი შუხოშვილის გარდაცვალების ფაქტს. ახალგაზრდა მამაკაცი ვარკეთილში მდებარე სამხედრო დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 22 თებერვალს დაიღუპა. სასიკვდილო ჭრილობა მას მუცლის არეში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ვალერი შუხოშვილი, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ. მეუღლის მონათხრობის მიხედვით, ვალერი შუხოშვილი დანით თამაშობდა და მუცლის არეში შემთხვევით დაირტყა. გარდაცვლილის […]