ქუთაისში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ არასრულწლოვან, 15 წლის მეუღლეს ბასრი საგნით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა- 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
დაზარალებული ასევე თურქეთის მოქალაქეა.
პირველი

