დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩაბუქის ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ჩაბუქი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და საცხოვრებელთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს. „მუსტაფა ემრე ჩაბუქი ჩართულია დაცვის სპეციალურ პროგრამაში, ისევე როგორც ჩართულები არიან მისი ოჯახის წევრები. დაკმაყოფილდა მისი განცხადება და […]
კატეგორია: სამართალი
“პრეზიდენტის შეწყალებულ პატიმართა შორის 55 ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირია”
“შეწყალებულ პატიმართა შორის მოხვდა 55 ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირი, რომლებიც დატოვებენ საპატიმროებს, ხოლო 9 პირს შეუმცირდება სასჯელის ვადა”, – ამის შესახებ ინფორმაციას “თეთრი ხმაურის მოძრაობა” ავრცელებს: “შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და 116 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულ პატიმართა შორის მოხვდა 55 ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირი, რომლებიც დატოვებენ საპატიმროებს, ხოლო 9 პირს შეუმცირდება სასჯელის […]
თემურ გორგაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს
– თავს დამნაშავედ არ ცნობს, არის მართალი და ვიბრძოლებთ სიმართლის დასადგენად, – ეს განცხადება თემურ გორგაძის ადვოკატმა გიორგი ქუმსიაშვილმა ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას 1tv-ი ავრცელებს. ადვოკატის თქმით, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს ბრალს ხვალ წაუყენებენ. გიორგი ქუმსიაშვილს თემურ გორგაძის დაკავების დეტალებზე არ უსაუბრია. მისი განცხადებით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა […]
კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს
ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა […]
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ”ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავა. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა […]
ახმეტაში 70 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში 70 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს, მას ცივი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ნიუპოსტის ცნობით, მკვლელობა, სავარაუდოდ, გუშინ მოხდა. მოკლული მამაკაცის სახლში მთელი ღამის განმავლობაში კრიმინალისტები მუშაობდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სასამართლომ 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ყოფილ მერს ბრალად თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა ედებოდა მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალი ამავე კოდექსის 333-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა და სასჯელი მას მოხდილად ჩაეთვლება.
სოსო ბარათაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ – “ფონდ „იავნანას“ და პაატა ბურჭულაძის მიმართ აღვირახსნილი, ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება”
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ არის მცდელობა, პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავანანას“ წინააღმდეგ ჩამოყალიბდეს ნეგატიური აზრი, რა მიზნითაც გამოძიების მასალები ე.წ. შავი პიარის გამავრცელებლებს მიეწოდებათ. საქმე ეხება მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის მიერ ბოლო დროს მედიაში გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ის ამბობს, რომ დიდუბეში, სააკაშვილის მთავრობისგან საქველმოქმედო მიზნებისთვის 1000 დოლარად გადაცემული 4000 კვ.მ. შენობა პაატა […]
სოფელ ვარდისუბანში 20 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
სოფელ ვარდისუბანში 20 წლის ბიჭმა თავი მოიკლა – იგი ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმკვლელობის მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პოლიციამ სავაჭრო ცენტრ „თერგის“ დირექტორის მოადგილე ალექსანდრე იაშვილი დაკითხა
ე.წ. თერგის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებს ჩვენება სავაჭრო ცენტრის დირექტორმა მისცა. ალექსანდრე იაშვილის განცხადებით მან გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა. ბაზრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. მისივე თქმით მან დაუდასტურა სამართალდამცავებს, რომ ელექტროენერგიას მოვაჭრეები მაღაზიების დაკეტვისთანავე თიშავდნენ. მისივე ინფორმაციით, ბაზრის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს ხვალ ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს.









