რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს – ვიდეო

რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს - ვიდეოხელყუმბარა აღმოაჩინეს რუსთავში. ასაფეთქებელი ნივთიერება რუსთაველის ქუჩის 26  ნომერი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდიურზე იპოვნეს. ხელყუმბარა სავარაუდოდ  ერთ ერთმა ადგილობრივმა შენიშნა  და 112- ში დარეკა.

ადგილზე გამნაღმველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

“ინფო რუსთავს” შშს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს.