სოფელ ვალეს მკვიდრი 57 წლის ჟუჟუნა ზარნაძე “რუსთავი 2”- თან აცხადებს, რომ 27 წლის მამაკაცმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გააუპატიურა. ვალეს ეკლესიის მესანთლე იხსენებს, რომ შემთხვევა გასული წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას მოხდა.
ახალგაზრდა დაკავებულია, მან თავდაპირველად ჩადენილი დანაშაული აღიარა. ქალის მონაყოლის მიხედვით, მოძალადის დაკავების შემდეგ, ბრალდებულის ოჯახი მას თანხის გადახდის სანაცვლოდ, საჩივრის გამოტანას სთხოვდა. ზარდაძის თქმით, ადგილი ჰქონდა მუქარასაც.
ბრალდებულის ადვოკატი ჟუჟუნა ზარნაძეს თანხის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებს.
ნიუპოსტი

