კატეგორია: სამართალი

ზვიად კუპრავა – “პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მონაწილეებს ხელს აფარებს”

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა, რომელსაც 2 მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, დღემდე ბევრ საიდუმლოს მალავს. აქამდე არსებულ კითხვებს და ეჭვებს რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი დაემატა – ფარდული, სადაც მოზარდებმა ჩხუბი დაიწყეს, პოლიციის ნებართვით დაანგრიეს. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ ფარდული კვალის დაფარვის მიზნით იქნა დანგრეული. “ახალ თაობასთან” საუბარში კუპრავა ამბობს, […]

მარიამ ჭანტურია – ”მამაჩემი საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული”

გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას ინფორმაციით, მამამისი, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, აპარატზეა მიერთებული. მარიამ ჭანტურიას ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ზურა ჭანტურიას გამოკითხვის მიზნით, საავადმყოფოში გამომძიებელი მივიდა, თუმცა, ამ ეტაპზე მისი გამოკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთავში, გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით, […]

ადვოკატი კობაიძე – გიორგი ჭანტურიას და მისი ოჯახის წევრებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ გიორგი ჭანტურიას და მისი ოჯახის წევრებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი მოაწერინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ის არ ელოდება, რომ გიორგი ჭანტურიას კვლავ დააკავებენ. ადვოკატი ასევე ვარაუდობს, რომ შესაძლოა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღონ მონაწილეობა. – დაკავების საფუძველი […]

რუსთავში მტკვრის ნაპირზე ქალის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის ნაპირზე ქალის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი მდინარე მტკვარმა გამორიყა. ადგილზე მაშველები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინტერპრესნიუსი

გიორგი ჭანტურია დასთან ერთად დაკითხვაზე ისევ დაიბარეს – რა იპოვა პოლიციამ მის სახლებში?

გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელი სახლები რუსთავსა და თბილისში ხელმეორედ გაჩხრიკეს. ჩხრეკა ორივე მისამართზე ერთდროულად დაიწყო და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლში ჩხრეკას ორსაათნახევარი აწარმოებდნენ. ჩხრეკა ჩატარდა თბილისშიც მცხეთის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას მეუღლის საცხოვრებელ ბინაში. დეტექტივ-გამომძიებლის განცხადებით, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. მისი თქმით, ბინის განმეორებით ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო […]

მომღერალ საბა სამუშიას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, რესტორან “აღაში” მომხდარი დაპირისპირებაში მონაწილე მომღერალს საბა სამუშიას სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა პატიმრობის შეფარდების შესახებ და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოთი გათავისუფლებაზე. გმირთა მოედანზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მას ოპერაცია გამთენიისას ჩაუტარდა და დაზიანებები მარჯვენა ბარძაყზე და მარჯვენა წინამხარზე აღენიშნებოდა. 18 იანვარს […]

საზმაუს შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს – დაკავებულია 2 პირი

გამთენიისას პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს. დაკავებულია ორი მოქალაქე. როგორც “პირველს” შსს-ში განუცხადეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით ორი პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ი.ტ. დააკავეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს […]

მარიამ ჭანტურია – ”რუსთავში სტამბოლის ბაზრის მოწილეებს შორის სერიოზული დავა იყო, სამსონ ქუთათელაძეს კი ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა”

რუსთავში მოკლული გენერლის, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას და სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მარიამ ჭანტურიას განმარტებით, სერიოზული დავა იყო ბაზრის მეწილეებს შორის, სოსო ქუთათელაძეს კი ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა. როგორც მარიამ ჭანტურიამ აღნიშნა, მის ოჯახს კავშირი ე.წ. სტამბოლის ბაზართან არ ჰქონია, ისინი სავაჭრო ობიექტებს ფლობდნენ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით, მათ […]

მინსკში ორი ქართველი კანონიერი ქურდი “გელა გალსკი” და “სულიკო თბილისკი” დააკავეს

ბელორუსში ორი ქართველი კანონიერი ქურდი, 43 წლის გელა ქარდავა იგივე „გელა გალსკი“ და 44 წლის სულიკო შარიქაძე იგივე „სულიკო თბილისკი“ დააკავეს.ბელორუსული მედიის ცნობით, ქარდავა 17 იანვარს, შარიქაძე კი 18 იანვარს მინსკის აეროპორტში დააკავეს. გელა ქარდავას რუსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა. დაკავებისასა მან დაადასტურა, რომ „კანონიერი ქურდია.“ მისივე თქმით, ბელორუსში რუსეთიდან ჩავიდა 16 იანვარს, საიდანაც სტამბოლში […]

გლდანში აფთიაქი დააყაჩაღეს

გლდანში ერთ-ერთი აფთიაქი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.