კატეგორია: სამართალი

რესტორანში 3 პირის დაჭრაში ბრალდებული მომღერალი საბა სამუშიაა

თბილისის ცენტრში, აზერბაიჯანულ რესტორან „აღა“-ში, დაბადების დღეზე ერთმა პირმა, რომელმაც წვეულების 3 სტუმარი დაჭრა, გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი საბა შამუშიაა. შემთხვევის დროს, იუბილარის მეგობრებიდან ერთი მძიმედ, ორი კი შედარებით მსუბუქადაა დაშავებული. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებულები, ერთ-ერთ დაჭრილს არტერია აქვს დაზიანებული, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმეა. მომდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ […]

გიორგი ჭანტურია გამოუშვეს

გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა გიორგი ჭანტურიამ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. უწყების ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. „სტამბოლის ბაზრობის“ დირექტორის, 1964 წელს დაბადებული სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებისას […]

თბილისის რესტორან ”აღა”-ში დაბადების დღეზე მიწვეულმა მომღერალმა 3 სტუმარი დაჭრა

თბილისის ცენტრში, აზერბაიჯანულ რესტორან „აღა“-ში, დაბადების დღეზე ერთმა პირმა წვეულების სამი სტუმარი დაჭრა. იუბილარის მეგობრებიდან ერთი მძიმედ, ორი კი შედარებით მსუბუქადაა დაშავებული. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებულები, ერთ-ერთ დაჭრილს არტერია აქვს დაზიანებული, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით დაჭრაში დაკავებულია და წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით პირი, რომელმაც წვეულების სტუმრები დაჭრა, წვეულებაზე სპეციალურად […]

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობა – “ჭანტურიას ალიბი აქვს, ის მკვლელობის დროს ბანკში იმყოფებოდა”

რუსთავში, ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ დირექტორის, სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია მკვლელობის მომენტში სხვაგან იმყოფებოდა – ეს იფორმაცია “ნიუპოსტს” ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მიაწოდა. – როგორც ამბობენ, მკვლელობა დაახლოებით, 5 საათზე მოხდა. ამ დროს ეს ადამიანი ბანკში იმყოფებოდა, ვალი გადაიხადა. გვაქვს შესაბამისი ამონაწერიც. ყველაფერი დაფიქსირებულია. ის მანამდე გარდაცვლილს დაელაპარაკა და წამოვიდა, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე. […]

ვინ მფარველობს არასრულწლოვანთა ბანდებს თბილისში

ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება ყოველდღიურად უარესდება. ამ მხრივ 2018 წელი საშინლად დაიწყო. ფაქტიურად დღე ისე არ გადის, ვინმე არ მოკლან. ყაჩაღობები თითქმის ჩვეულ ამბად იქცა. სად დაუშვა ხელისუფლებამ შეცდომა, რატომ მატულობს კრიმინალი, დარჩნენ თუ არა შსს-ში პროფესიონალები, არის თუ არა თავად პოლიცია დაცული? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წევრი, ქართველ პოლიციელთა ასოციაციის ერთ-ერთი […]

გმირთა მოედანზე 3 კაცი დაჭრეს – ჩხუბი რესტორანში სისხლიანი გარჩევით დასრულდა

გვიან ღამით, თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ადამიანი დაჭრეს. დაჭრას წინ ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მამაკაცებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო. დაჭრილთაგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მრავლობითი დაზიანებები კიდურებზე აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. „გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში […]

ქუცნაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეაქვთ

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის, ვაჟა ჩოხელის წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებლები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე მთავარ პროკურატურაში ხვალ განცხადებას შეიტანენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. სისაურის განცხადებით, საქმე ეხება თიანეთი- ჟინვალის გზაზე ავტომობილის დაწვის ფაქტს და თიანეთში არსებულ კორუფციულ გარიგებებს. სისაური დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ დეპუტატისა და თიანეთის ყოფილი […]

ალექსი კობაიძე – ”გიორგი ჭანტურიას სახლში მცხეთის ქუჩაზე ჩხრეკა მიმდინარეობს”

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, სამსონ ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმედი აქვს, რომ დილის 6 საათისათვის მას გაათავისუფლებენ. გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია, რადგან დაცვის მხარეს საქმის მასალები დაგვიანებით გადაეცა. […]

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია დააკავეს

შსს-მ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში გიორგი ჭანტურია დააკავა. ის უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა. ”კურიერის“ ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას ოჯახი წლების წინ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილის მფლობელი იყო. მათივე ცნობით, გიორგი ჭანტურია რამდენიმე წლის წინ კახეთში პროკურორი იყო, ამჟამად კი რუსთავში კომისრის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გიორგი ჭანტურია სისხლის სამართლის […]

„სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ჯერჯერობით არ გვყავს“ – გიორგი გახარია

ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორის, ყოფილი პარლამენტარისა და გენერლის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა. გახარიას განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მკვლელობასთან დაკავშირებით გუშინ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა: „ეს გახლავთ მაღალი პროფესიული დონის რამდენიმე სპეციალისტი, საკმაოდ დიდი ჯუფია, რომლებიც უკვე გუშინ ჩაერთნენ გამოძიების პროცესში. […]