საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე, 50 წლამდე ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი ვახო კვარაცხელია წერს.”გარდაცვალებამდე მან ოჯახს წერილი დაუტოვა. ის წლების განმავლობაში საბერძნეთში, ერთ-ერთ ოჯახში მოსამსახურედ მუშაობდა” – აღნიშნავს ჟურნალისტი. “ნიუპოსტი” მომხდარის გარკვევას საქართველოს საკონსულოში ცდილობს.
კატეგორია: სამართალი
”სოსო ქუთათელაძე ამბობდა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა” – მოკლული გენერლის მეუღლე მის ბოლო დღეებს იხსენებს
მოკლული გენერლის სოსო ქუთათელაძის მეუღლემ “იმედის კვირას” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მეგი სირბილაძე იმ დოკუმენტებზე საუბრობს, რომლებიც სოსო ქუთათელაძემ გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე უსაფრთხოების მიზნით ჩააბარა. გარდა ამისა, სირბილაძე კონკრეტულ დაპირისპირებასაც იხსენებს, რომლის შესახებაც მეუღლემ უამბო. – ბოლო ერთი თვე სოსო თითქმის ყოველდღე ანერვიულებული მოდიოდა სახლში. ამბობდა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა. ლაპარაკი იყო ჭანტურიას ტერიტორიის შესყიდვაზე, […]
გურიაში, 45 წლის ქალი ბოროტმოქმედებმა აწამეს და “წებოვანი ლენტით” სკამზე დააბეს
ყაჩაღური თავდასხმა მოხდა გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში, სადაც გვიან ღამით 45 წლის ქალი სასტიკად აწამეს. დანებით შეიარაღებული სამი პირი თავს დაესხა სახლში მარტო მყოფ ქალს, ბოროტმოქმედები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდბნენ, ბოლოს წებოვანი ლენტით დააბეს და წავიდნენ. ქალი თანასოფლელებმა მხოლოდ მეორე დღეს ნახეს. დაზარალებული აცხადებს, რომ ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში, თავდამსხმელბი მას სახლის გადაწვით დაემუქრნენ. მომხდართან […]
ნაციონალ კვახაძეზე თავდამსხმელ შოთა ისაკაძეს 5.000 ლარიანი გირაო შეეფარდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ალექსანდრე კვახაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შოთა ისაკაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. გირაოს გადახდამდე შოთა ისაკაძე პატიმრობაში რჩება, მას გადახდის ვადად 20 დღე განესაზღვრა. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს […]
პოლიცია მტკვარში სოსო ქუთათელაძის მკვლელობის იარაღს და მკვლელის ტანსაცმელს ეძებს
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რუსთავთან ახლოს სამართალდამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს აწარმოებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ღონისძიებები გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ტარდება. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები. მყვინთავები და მაშველები ამ წუთებში მდინარე მტკვარში ნავით არიან შესული და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ქუთათელაძის მკვლელმა, სავარაუდოდ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იარაღი და ტანსაცმელი […]
ნაციონალ კვახაძეზე თავდამსხმელისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულისთვის საქართველოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „2018 წლის 19 იანვარს შ.ი. ბრალდებულის სახით თბილისში დააკავეს მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). პროკურატურამ […]
პროკურატურა – “საბა სამუშიამ 4 კაცი დაჭრა… ის ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვისთვის იყო გასამართლებული”
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საბა სამუშიამ რესტორან “აღაში” ოთხი ადამიანი დაჭრა. აქამდე ცნობილი იყო 3 ადამიანის დაჭრის შესახებ. “თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ს.ს-ს აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 23 საათსა და 50 წუთზე, ქ. თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან „აღა“-ში, ს.ს.-მ […]
აშშ-ში მოკლული ქართველი მამაკაცი ქუთაისელი დავით კანდელაკია
აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია. მეორე გარდაცვლილი 31 წლის ჯოშუა რეისია, რომელსაც აღნიშნული სახლი ეკუთვნოდა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა. დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა. პოლიციამ ორი მოკლული […]
აშშ-ში 31 წლის ქართველი მოკლეს
აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, 31 წლის ქართველი კაცი მოკლული იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზიები ავრცელებენ. ნაპოვნია კიდევ ერთი კაცის ცხედარი. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითაა მოკლული. მათი ვინაობაც ცნობილია. ქართველი დავით კანდელაკია, ხოლო ამერიკელი. პოლიციის ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, ქართველის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ განაცხადა მას შემდეგ, რაც ქმარი მას წინასწარ დაგეგმილ ადგილას არ შეხვდა. ამის შემდეგ დაიწყო დაკარგულის ძებნა. პრაიმ თაიმი
7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ გიორგი ჭანტურია გამოუშვეს
მ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველო დატოვა. სამხარეო პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ ჭანტურიამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. – გამოძიებას დამატებითი კითხვები ჰქონდა, რომელთაც ვუპასუხე, – განაცხადა ჭანტურიამ. გუშინ გიორგი ჭანტურიას და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში რუსთავსა და თბილისში განმეორებითი ჩხრეკა ჩატარდა. ამის შემდეგ კი, გიორგი ჭანტურია, მისი მეუღლე და და- მარიამ ჭანტურია გამოკითხვაზე დაიბარეს. შეგახსენებთ, […]










