გიორგი ჭანტურია დასთან ერთად დაკითხვაზე ისევ დაიბარეს – რა იპოვა პოლიციამ მის სახლებში?

გიორგი ჭანტურია დასთან ერთად დაკითხვაზე ისევ დაიბარეს - რა იპოვა პოლიციამ მის სახლებში?გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელი სახლები რუსთავსა და თბილისში ხელმეორედ გაჩხრიკეს. ჩხრეკა ორივე მისამართზე ერთდროულად დაიწყო და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლში ჩხრეკას ორსაათნახევარი აწარმოებდნენ. ჩხრეკა ჩატარდა თბილისშიც მცხეთის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას მეუღლის საცხოვრებელ ბინაში.

დეტექტივ-გამომძიებლის განცხადებით, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.
მისი თქმით, ბინის განმეორებით ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ არის, ამოღებულია მხოლოდ სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.

– გიორგი ჭანტურიას ბინაში სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა. კონკრეტული ნივთებია ამოღებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით დეტალებს. რა თქმა უნდა, ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტს უკავშირდება ყველაფერი. პირველი ჩხრეკის დროს ამ ნივთებთან დაკავშირებით არ გვქონდა ინფორმაცია, – განაცხადა დეტექტივ-გამომძიებელმა ნუკრი მატუამ.

გიორგი ჭანტურია დასთან ერთად დაკითხვაზე ისევ დაიბარეს - რა იპოვა პოლიციამ მის სახლებში? ჩხრეკის დაწყებამდე, “იმედთან” საუბარში ჭანტურიამ დაკითხვის დროს ზეწოლაზე ილაპარაკა. მან განაცხადა, რომ გამომძიებლები აიძულებდნენ, ეღიარებინა მკვლელობა. ჭანტურიას თქმით, მკვლელობის დღეს სამსონ ქუთათელაძე მართლაც ნახა, თუმცა მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა ასევე გაჩხრიკეს ჭანტურიას კუთვნილი ავტომობილი. ჩხრეკის დროს შეუძლოდ გახდა ზურაბ ჭანტურია, გიორგი ჭანტურიას მამა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გულის შეტევის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, აღნიშნული სტრესის შედეგად იქნა გამოწვეული.

გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრები და ადვოკატი მის დაკავებას არ ელოდებიან. თავად ჭანტურია დასთან ერთად საგამოძიებო ორგანოში 18:00 საათზე დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, გიორგი ჭანტურია რამდენიმე დღის წინ დააკავეს და 40 საათიანი პატიმრობის შემდეგ მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.

გენერალი იოსებ ქუთათელაძე რუსთავის ბაზრის მეწილე იყო, იგი რამდენიმე დღის წინ საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.