კატეგორია: სამართალი

ავარია თბილისში – დაღუპულია 3 ადამიანი

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარია მოხდა, რასაც სამი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში მყოფი სამი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც “ჯი-ეიჩ-ენს“  შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას […]

ხორავაზე დაჭრილ კიდევ 2 ბიჭს ჭრილობები ზურგის არეში აქვს – სკანდალური საქმის ახალი დეტალები

თბილისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, დაჭრილებიდან ერთი პირველი ექსპერიმენტული, მეორე კი 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ორივე მოსწავლეს ცივი იარაღით ჭრილობები ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. მათგან ერთ-ერთს, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს („ინტერპრესნიუსი“ მის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს), […]

ზვიად კუპრავა პროკურატურაში დაკითხვაზეა ია მეტრეველის საქმეზე

საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ საქმეზე, რომელსაც ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ხელმძღვანელობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას პროკურატურა კითხავს. კუპრავამ საგამოძიებო ორგანოს ფონდის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კუპრავამ განუცხადა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქველმოქმედო ფონდების საქმიანობის შესწავლა აქტიურად დაიწყო, ამ საკითხით მისი ორგანიზაციაც დაინტერესდა და შესწავლის შემდეგ […]

პროკურორ ნადარეიშვილს სააკაშვილის მხარდამჭერებმა უსტვინეს და უყვირეს – “უნდა გრცხვენოდეს!”

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერები სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ შეძახილებით შეხვდნენ. სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი არის მიკერძოებული და მთავრობის ინტერესების გამტარებელი. ამასთან, მათი თქმით, მას უნდა რცხვენოდეს საკუთარი პოზიციის. სააკაშვილის მხარდამჭერების შეძახილები გაგრძელდა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ კი […]

თბილისის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 3 წელი მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას სასჯელის სახედ და […]

თემქაზე პატრული კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე გაზით გაიგუდნენ

თბილისში, თემქის დასახლებაში, პატრულის თანამშრომელი კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

აბაშაში კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – ის წებოვანი ლენტით იყო შეკრული

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს თემში, სახოშტარიოს უბანში 48 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას მეზობლები პირველი იანვრიდან ეძებდნენ, ბოლოს კი სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მათივე მტკიცებით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და წებოვანი ლენტით იყო შეკრული. იმედინიუსი

„გადაადგილება და ტელეფონის შეძენა არაა მტკიცებულება“ – პანკისელი უხუცესი ხასო ხანგოშვილი მაჩალიკაშვილისა და ჩატაევის ჯგუფის წევრების ნაცნობობას არ გამორიცხავს

პანკისის ხეობის უხუცესი ხასო ხანგოშვილი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ შოაიფ ბორზიევსა და ასლანბეგ სოლტახმადოვთან ნაცნობობა თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირს არ ადასტურებს. – ამ პატარა დეტალით ამ კავშირის გამოკვეთა შეუძლებელია, ნაცნობობა შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ უბრალო გადაადგილება და ტელეფონის შეძენა არ არის მტკიცებულება. იმ პიროვნებებს (შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი) არ ვიცნობ, მაგრამ მათი იდენთიფიცირება რთული არ არის. […]

ნინო გიორგობიანი – ”ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული პირი 2010-2012 წლებში საქართველოში იმყოფებოდა”

სუს-ი ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში მცხოვრები 2 პირი, ორი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა.. – ჩვენ წინა ბრიფინგზეც აღვნიშნეთ, რომ ერთ- ერთი პირი ყალბი პასპორტებით 2010-2012 წლებში საქართველოში იმყოფებოდა. საუბარია ლიკვიდირებულ პირზე, – განაცხადა ბრიფინგზე ნინო გიორგობიანმა.

მედიკო მაჩალიკაშვილი – ”ჩემს შვილს ბანკთან შეხება და ანგარიში არასოდეს ჰქონია, მობილურიც არ შეუძენია, ძველი ჰქონდა”

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მისი შვილისა და ჩატაევის დაჯგუფების წევრების – შოაიფ ბორზიევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს. – ამ ადამიანებს არც ჩვენ ვიცნობთ, – ამბობს მედიკო მაჩალიკაშვილი. დაჭრილი ახალგაზრდას დედა აცხადებს, რომ ბოლო დროს მის შვილს მობილური ტელეფონი არ შეუძენია, მედიკო მაჩალიკაშვილის მტკიცებით, 19 წლის ბიჭს ბანკში ანგარიში საერთოდ […]